ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

AutoSharing Option
"ტორპედო" ჩრდილომაკედონიელი შემტევით, დაშმირ ელეზით გაძლიერდა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედომ" სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა აქტიურად დაიწყო. გუნდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელთან აწარმოებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

მომდევნო სეზონში ტორპედოელთა ღირსებას 18 წლის ჩრდილომაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომლიც გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. გუნდის ახალწვეული, "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა. წარმატებით გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა".