ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამგურალმა" 23 წლის განელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
წყალტუბოს "სამგურალმა" გვაუწყა, რომ 23 წლის განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური დაიმატა, რომელიც კლუბს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.

გუნდის ახალწვეული 2019 წლიდან ფინეთის ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი ლიგა) ასპარეზობდა.

გასულ წელს ის ფინეთის ჩემპიონატის ზედა ექვსეულის გუნდების - ,"ჰაკასა" და ,"SJK სეინიაიოკის" ღირსებას იცავდა.

ფინეთის ჩემპიონატამდე, არტური განაში, საფეხბურთო კლუბ ,"ლიბერთის" ფეხბურთელი იყო.