ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოქრიაშვილი საქართველოში ვარჯიშობს და ეროვნულ ლიგაში თამაშთან ახლოსაა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდაა, მას უფრო მეტად ეროვნულ ლიგას უკავშირებენ და ადრე ინფორმაცია მისი ბათუმის "დინამოში" შესაძლო გადაბარგების შესახებ გავრცელდა. ახლა კი, matchday-ს თანახმად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე "გაგრაში" ვარჯიშობს და შესაძლოა, ზაფხულამდე ხელშეკრულებაც გაფორმდეს.

30 წლის ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ "აპოელში" თამაშობდა, სამხრეთკორეულ "ჩონბუკში" კი სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

რაც შეეხება "გაგრას", "ოქრი" თამაშს სწორედ აქ იწყებდა. ამის შემდეგ უკრაინული კარიერა ჰქონდა, რასაც ბელგიისა და რუსეთის ჩემპიონატებში გამოსვლა მოჰყვა. გაგრელებმა ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში ადგილი პლეი-აუტში
"სპაერის" ძლევით შეინარჩუნეს.

altითამაშებს ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში? - ვინ შეიძლება დაადგეს "კვარასა" და "მამარდას" გზას...

altთორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს