ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედომ" ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"არდიტ ტოლი "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ტოლი გასულ სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ვორსკლას" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა.

წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის, "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

ტოლი ადრე ბერძნული "კისამიკოსისა" და "კალამატას", აგრეთვე, "ტირანას" ღირსებას იცავდა, ალბანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.