ეროვნულ ლიგაში მორიგი სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა, გია ცეცაძემ "თელავი" ოფიციალურად დატოვა. გამოცდილ სპეციალისტს საქართველოში არაერთი კლუბი გაუწვრთნია და ახალგაზრდულ ნაკრებშიც უმუშავია.
Goal.ge-ს ინფორმაციით, თელავური კლუბი სომეხმა ბიზნესმენმა შეიძინა და სამწვრთნელო ცვლილებაც ამას უკავშირდება. მთავარ მწვრთნელად ვარდან მინასიანი უნდა დაინიშნოს.
"თელავის" ხელმძღვანელობა ამ თემაზე საუბარს უახლოეს მომავალში შეგვპირდა და ჩვენც მათ ოფიციალურ კომენტარს დაველოდებით.
ეროვნული ლიგა. III ტური: 17 წლის სიგუამ ისევ გაიტანა - თბილისის "დინამო" ერთპიროვნულად გალიდერდა [VIDEO]
არც რუსებს და არაბებს გაუკეთებიათ არაფერი ინგლისისთვის მაგრამ ინვესტიციას დებენ ფეხბურთში. ასე რომ თუ ვინმე კარგს იზამს ყველას მივესალმები.
სხვათაშორის თბილისში ბევრი ისტორიული შენობა ნაგებობებია სომხების აშენებული, მათ შორის საავადმყოფოები და ასე ხაზს ნუ გადაუსმევ ყველას ერთად.
მე რომ ვიყო ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, აზრად მომივა სომხური გუნდის შეძენა? არა.
შენ რომ იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, აზრად მოგივა სომხური გუნდის შეძენა? არა.
და ვინმეს თუ სჯერავს კიდევ