"რუსეთი და საქართველო ერთნაირად მიყვარს, ქართველთა უმეტესობა რუსებს გაშლილი ხელებით ეგებება" - ომარ თეთრაძის ინტერვიუ "ჩემპიონატთან"

AutoSharing Option
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც თბილისურ გუნდში დანიშვნის ამბავი გაიხსენა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუდან:

"რუსეთიდანაც იყო შემოთავაზებები, მაგრამ იქ ისეთ გამოწვევას არ მისახავდნენ, როგორსაც "საბურთალოში".

"საბურთალოში" ჯერ კიდევ 2 წლის მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი. თბილისში ოჯახი მყავს და იქ ყოველ ახალ წელს ჩავდიოდი.

გასულ ზამთარს რომ ჩავედი, კიდევ ერთხელ შემომთავაზეს და მეგობრებს უარი ვეღარ ვუთხარი.

მათ მიზნად "საბურთალოს" ევროზონის პლეი-ოფში შესვლა დამისახეს".

კითხვაზე, როგორ აღიქვამს ის ბევრი
რუსის შემოსვლას თბილისსა და ზოგადად საქართველოში, თეთრაძემ მიუგო:

"რუსეთი და საქართველო ერთნაირად მიყვარს. ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ.

ადამიანების უმეტესობა აქ რუსებს გაშლილი ხელებით ეგებება. უბრალოდ საჭიროა იმ ქვეყნის კულტურას პატივი სცე, სადაც მიდიხარ და არ ჩამოხვიდე საკუთარი პირობებით", - ამბობს თეთრაძე.
მკითხველის კომენტარები / 79 /
ბათუმელებო!როგორ "აგახიეს" რუსებმა ბინები და ბიზნესები?!მიდით კიდევ შეუქმენით კომფორტი და მომავალი აფხაზეთი გახდებით!! იქაც ასე იწყებოდა ყველაფერი!!!
გაგა
00:32 02-08-2023
14
ელარჯისა და ერთი ადგილის წელია ქართველები!!
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული