საბურთალო 1:2 დილა
"საბურთალო" იგებდა, მაგრამ საბოლოოდ "დილამ" იმარჯვა. ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა...
"საბურთალო" სწრაფი გოლით დაწინაურდა: მალელი შეიკნე სილა საჯარიმოში შევარდა და ცაციით ზუსტად დაარტყა. ეს სილას მე-11 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
"დილამ" პირველივე ტაიმში გაათანაბრა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის თავურით, ხოლო 83-ე
"საბურთალო" მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ლიდერთა ჯგუფში სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ გუნდებს და პოტენციურად, "დილა" წინაა, მეორე-მესამე პოზიციაზე.
შუქურა 0:2 თელავი
"თელავმა" ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო და სამივე გოლგაუშვებლად. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" 2:0 სძლიეს და მეშვიდე ადგილზე გადავიდნენ.
"თელავმა" სწრაფი გოლი გაიტანა, კერძოდ, გიორგი ქანთარიას ჩაწოდებულს იოზეფ მენიხმა მიაყოლა ერთ შეხებაში დარტყმა. ეს სლოვაკი მენიხის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ბურთი კი 21 წლის შემტევმა თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა შორიდან დაბალ კუთხეში დარტყმით - 0:2.
ტორპედო 4:1 გაგრა
ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ცდილობს, ზედა ხუთეულს დაეწიოს. ჩამორჩენა უკვე აღარაა დიდი, მიუახლოვდნენ. "გაგრა" კი მერვე ადგილზეა.
პირველ ტაიმში ჯერ გიორგი არაბიძემ გახსნა ანგარიში პენალტით, მერე კი ირაკლი ბუღრიძემ ახლო მანძილიდან კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:0.
მეორე ნახევრის დასაწყისში "გაგრას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა კლაუდინეიმ სხვაობა შეამცირა. ეს კლაუდინეის პირველი ქართული გოლია...
თუმცა მალევე "გაგრას" ლუკა ნოზაძე გაუძევეს (ორი გაფრთხილების გამო) და "ტორპედომაც" გამოიყენა უპირატესობა. ჯერ ისევ არაბიძემ გაიტანა ლამაზი გოლი, ბოლოს კი გიორგი ფანცულაიამ პენალტის უფლება მოიპოვა და თავადვე ზუსტად დაარტყა - 4:1.
erovnuliliga.ge