"ტორპედოს" დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება - გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე ახალ სეზონს, დიდი ალბათობით, ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს სანდო წყარომ დაუდასტურა.

ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურდა და არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტ დავით კერესელიძის პირადი სურვილი და ინიციატივა იყო, რომ 25 წლის შემტევი შეენარჩუნებინათ, რადგან ის კონფერენს ლიგაზე დასახული მიზნების მისაღწევად სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ არაბიძის სახელს საუდის არაბეთის გუნდებს უკავშირებდნენ. ასევე იყო რამდენიმე წინადადება ევროპული ჩემპიონატებიდანაც. 

altსაჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
არაბიძე, კანკავა და ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში, სად გვყავს დასაკარგი ბიჭები, მარადიშვილიც გამოიძახეთ თუ იქნება კარგ ფორმაში, ყველა ქართველები არიან ხალხო შეხედეთ ლუქსემბურგს პორტუგალიელებით და ფრანგებით მოდიან და ჩვენ ქართველებს მაინც დავუძახოთ, გადადეთ გვერდზე ყოველგვარი უთანხმოება და გაახარეთ ქვეყანა.
Givi
15:29 16-02-2024
6
გულშემატკივრების სახელით სპორტულ ჟურნალისტებს მოვუწოდებ, გააქტიურეთ არაბიძის ნაკრებში გამოძახების საკითხი, წერეთ მაგ საკითხზე, "სანიოლს მისი ხედვა აქ" და მსგავსი სისულელეებით ნუ იტყუებთ თავს, ფაქტია ასეთი გოლის გამტანი ფეხბურთელი კვარაცხელიას გარდა არაა ნაკრებში, ჰაერივით ჭირდება ნაკრებს და უსამართლოდ არ იძახებენ. ურემი რომ გადატრიალდება მერე გვიანია ვიღაცის თითქოს კრიტიკა,დღეს ქართულ ფეხბურთს ზომიერების ფუფუნება არა აქვს. პირველ რიგში სწორედ ჟურნალისტები იგუბებთ პირში წყალს და კუდს უქნევთ არაპროფესიონალ ფედერაციებს.
ნიკა
13:59 16-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული