ვასილიოს გორდეზიანი "დინამო თბილისის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და სალონიკის "პაოკს" შორის ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ვასილიოს გორდეზიანი "პაოკის" აკადემიის აღზრდილია, ბერძნული კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები, პირველი გუნდის მაისური კი ორჯერ მოირგო. გორდეზიანი ბოლოს "პაოკ B"-ში ასპარეზობდა, რომელიც საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის. საერთო ჯამში ახალგაზრდა ცენტრალურ თავდამსხმელს "პაოკ B"-ში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება გორდეზიანის სანაკრებო
კარიერას, მას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში სამი შეხვედრა აქვს გამართული და ერთი გოლით გამოიჩინა თავი.

ვასილიოს გორდეზიანი "დინამო თბილისს" 21-წლამდე ნაკრების შეკრების დასრულებისთანავე შეუერთდება.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაფია!
ეხლა თუ გაამართლა (ღმერთმა ხელი მოუმართოს) განა გამოიყენებენ, არამედ გაყიდიან!
ლაშა
21:45 24-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული