ოქრიაშვილის დაბრუნება - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის „დინამომ“ სახლში თბილისის „დინამოს“ 2:0 მოუგო.

შეხვედრის დასაწყისში საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, შუა პირველ ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, სტუმრებმა ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს - წიტაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლორიამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას გომისმა დაასწრო. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბათუმელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მამუჩაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში ბათუმელთა რიგებში კუტალიამ სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო თბილისურ გუნდში შეცვლაზე ახალწვეული ოქრიაშვილი შევიდა. მერე დედაქალაქელი სიხარულაშვილის დარტყმული
ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამო“ 18 ქულით ლიდერია, თბილისის „დინამო“ კი 8 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ორივე გუნდი შემდეგ მატჩს 12 აპრილს ჩაატარებს - ბათუმელები გორში „დილას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო თბილისელები „კოლხეთს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 გომისი (34), 2:0 კუტალია (68)

altამერიკიდან "სამტრედიაში" - ქართულმა გუნდმა ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავ თოკო, გისურვებ წარმატებებს!!!
გაიოზი
14:44 09-04-2024
1
მოკლედ რა გასაოცარ ტრანსფერებს აკეთებს ეს დინამო ოქრიაშვილი აგვისტოს შემდეგ უგუნდოდ არის კათარძისი გაქვთ მოკლედ
ბალეშიკ
07:26 09-04-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული