"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს.

მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დავით კვირკველიამ დატოვა, რომელიც კლუბში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

კლიმენტი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელია, მისი შვილი გიორგი წიტაიშვილი კი საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია.

"კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 26 აპრილს ქობულეთში "სამტრედიას" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 6 /
კობას წარმატებები,თუ შეუქმნეს პირობები და ფეხბურთელებმა არ დაიწყეს რაიმე ცუღლუტობები კარგ შედეგს დადებს,ძალიან კარგი მწვრთნელია და პიროვნებაც , ფეხბურთი იცის და ამით ცხოვრობს.
ნუგზარ
10:36 23-04-2024
0
წარმატებები კოლხეთს! ამ გუნდის წინსვლა ქართული ფეხბურთის პრესტიჟია! იმედია დაბრუნდება დრო როცა ფოთელები კვლავ უმაღლესი მიზნებისტვის იბრძოლებენ!
კოტე
10:02 23-04-2024
1

სიახლეები პოპულარული