სტუმრების დღე: "იბერია 1999"-მა და დინამოებმა გაიმარჯვეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, მეოთხე წრე დაიწყო. დღეს 28-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა და სამივეში სტუმრებმა მოიგეს...

კოლხეთი 1913 0:1 დინამო ბთ

მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო. ერთადერთი გოლი მარიო ბალბურდიამ გაიტანა. ანგოლელმა მე-16 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა რეაგირება ვერ მოახერხა.

სხვათა შორის, ბალბურდიამ ბოლო ოთხ შეხვედრაში სამჯერ გაიტანა.

ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, "კოლხეთი 1913" კი მეშვიდეზეა. ფოთელებს 7 მატჩია არ გაუმარჯვიათ.

თელავი 1:2 იბერია 1999

"იბერია 1999"-მა მოიგო, მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩ
ამორჩება ლიდერ "ტორპედოს", რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.

თბილისელებმა თელავში გაიმარჯვეს. მე-15 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა მშვენივრად ითამაშა, კედელი გაითამაშა შეიკნე სილასთან და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ტაიმში სილამაც გაიტანა, თანაც, მაკრატელათი! ეს სილას მე-10 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

რამდენიმე წუთში იბერიელებს მცველი გიორგი ჯგერენაია გაუძევეს უხეშობის გამო და სტუმრებმა ბოლო ნახევარი საათი რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარეს.

"თელავმა" მალევე შეამცირა სხვაობა, კერძოდ, დეიან გეორგიევიჩმა გაიტანა თავურით - 1:2. მეტი კი თელაველებმა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ. "თელავი" მეცხრე ადგილზეა.

სამგურალი 1:2 დინამო თბ

"დინამო თბილისმა" წყალტუბოში მოუგო "სამგურალს". ეს დინამოელთა ზედიზედ მეექვსე წაუგებელი შეხვედრაა, აი "სამგურალი" კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

27-ე წუთზე ნიკა ნინუას პასს მოჰყვა დომინიკ რაიტერის ახლოდან გატანილი და თბილისელები დაწინაურდნენ. ამას მოჰყვა ტაიმის ბოლოს დემურ ჩიხლაძის პენალტი და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

პენალტამდე ერთი წუთით ადრე ჩიხლაძემ შორიდან ხარიხას მოარტყა ბურთი, შეტევა გაგრძელდა და ჟან კარლოსი წააქციეს, რასაც მოჰყვა კიდეც თერთმეტმეტრიანი. არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა დანიშნა პენალტი, მერე VAR-ზე მაინც გადაამოწმა და გადაწყვეტილება არ შეცვალა.

გადამწყვეტი გოლი კი 86-ე წუთზე გავიდა, დინამოელმა ოსკარ სანტისმა მარჯვნიდან დაბალი პასი გააკეთა და დასწრებაზე ვასილიოს გორდეზიანმა ახლოდან გაიტანა - 1:2.

"დინამო" მეხუთე ადგილზეა, "სამგურალი" კი ერთი საფეხურით ქვემოთ.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა აზრი აქვს ესეთ გუნდებს როგორიც სპაერია , ასევე გაგრა … მაგათ გულასემატკივრები არ ყავს და უგულშემატკივროდ რა აზრი აქვს ფეხბურთს .. არც სტადიონი არც არაფერი. მერე გამოდოან და წუწუნებენ კრიზისიაო…მეტი რეგიონი მეტი მაყურებელი…
ცოტნე
09:09 06-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული