გაგრა 2:0 თელავი
"გაგრამ" მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამედ მოუგო "თელავს".
მე-6 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. მან გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა: ბურთი კარგად მიიღო და ზუსტადაც დაარტყა. ეს ხარებაშვილის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა "თელავი" ათი კაცით დარჩა, კერძოდ, ლადო ოდიშვილი გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის.
"გაგრამ" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ბოლოს გიორგი პაპუაშვილმა ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს პაპუაშვილის მეხუთე გოლია
"გაგრა" მეშვიდე ადგილზეა, "თელავი" - მეცხრეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.
erovnuliliga.ge