ვლადიმერ კაკაშვილი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი იქნება.

ვლადიმერ კაკაშვილი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით "დინამოს" აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. "დინამო 2"-თან ერთად კი ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.

"დინამოში" დაბრუნებამდე ვლადიმერ კაკაშვილი "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან გუნდს 14 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა.

"დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"დინამო" ჩემი ოჯახია და ჩემი ეს დამოკიდებულება პირველივე შეხვედრისას დავაფიქსირე, რომ მე ოჯახში დავბრუნდი. რა თქმა
უნდა, ძალიან გახარებული ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას.

ის გზა, რომელიც "დინამოს" აკადემიიდან დღემდე გავიარე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უამრავი გამოცდილება დავაგროვე და შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავე. თქვენ იცით თუ რა დონის ფეხბურთელები გაიზარდნენ ჩვენს ხელში და რა დონეზე ასპარეზობენ ახლა ისინი.

რამდენიმე წლის უკან პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ის წარმატება, რასაც ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, მაგრამ ამ ზაფხულს ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს რეალური და შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ წარმატებაში ჩვენს აკადემიას უდიდესი როლი აქვს, ამიტომ ჩემი აზრით სწორი მუშაობით იგივე შედეგის მიღწევა საკლუბო დონეზეც შესაძლებელია.

მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენი სურვილია შევქმნათ გუნდი სადაც გამოცდილი ფეხბურთელებიც იქნებიან და აკადემიის გამორჩეული მოთამაშეებიც. ვფიქრობ, რომ ამ გზით კლუბიც იხეირებს და თავად ნიჭიერი ფეხბურთელებიც, რადგან ისინი გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უფრო სწრაფად და სწორად განვითარდებიან.

მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იქნება, მზად ვართ სამუშაოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "დინამო თბილისმა" ისე ითამაშოს როგორც მას ეკადრება".

მთავარ მწვრთნელთან ერთად ცნობილია მისი შტაბი:

ასისტენტები - დავით ჭიჭვეიშვილი, დავით ბოლქვაძე, გიორგი ხიდეშელი. მეკარეების მწვრთნელი - რევაზ თევდორაძე. ფიზ. მომზადების მწვრთნელი - რიკარდო დე ვივო. ანალიტიკოსები - ოთარ გაგნიძე, ნუგო ბარბაქაძე.

ვლადიმერ კაკაშვილი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას, შემადგენლობაში მოსალოდნელი სიახლეებისა და გუნდის მზადების შესახებ კი დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
კაი პურისმჭამელი კაცის ჰაბიტუსი კი აქვს. ეგ ნაღდად მოაგებინებს ჩემპიონთა ლიგას. გეშინოდეს ბაიერნო და რეალო, თავად კაკაშვილი მოდის.))
მედოლე სახაშიდან
19 დეკემბერი 2024 01:33
12
კაცო, ამ ჩემი მეზობელი გურგენას რიგი აღარ მოვიდა? ღამე ყარაულად მუშაობს და დღე სცალია. ისე, ეგ გუნდი კიდევ არსებობს?))))))))))))))))))))))))))))))))))))))
მეგონა გურგენას დანიშნავდნენ
19 დეკემბერი 2024 01:28
4
დინამო თბილისის ხელმძღვანელობას ვაი თქვენს პატრონსს თუ ვაფშე მოდებაში იყოთ ფეხბურთის მევიყოო რომან ფიფიაა....იმენა გონზე არხართ ფულებს ათეთრებთ მე ის გამკვირვებია ამ ხელისუფლების ამ ფიფიას რაც ფულები აქვს ნათეთრები დინამოშიი რატო არ აგებინებენ პასუხებს?! მაგრამ ერთი კამანდაა ერთს ლაპარაკობენ მეორეს აკეთებენ ვერ გაიგებ ძმაო აქ ისეთი ცხოვრებაა ვისი ვისაშიააა თუ არააა აქამდეე რომან ფიფიას ჰაერში დაატრიალებდნენნ რაც მაგას დინამოში ფულები აქვს გათეთრებულიიი....
saqartveloshi yvelaze aferisti adamiani aris roman fifia!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
19 დეკემბერი 2024 01:30
10
ჩმოიყვანს ფეხბურთელს გაუფორმებს კონტრაქტს ვითომ უხდის მილიონს და სინამდვილეში იღებს 5%ეს არის ფულის გათეთრება რავიცი კიდე რამდენი რამ..დაკვირდი დინამოს პოლიტიკას და შედეგიც სახეზეაა ყბელანაირად ცდილობს გათეთრებას...ყველასთან შეკრულიაა შენ რაგგონიააა...
ბათუმელ ექსპერტს
19 დეკემბერი 2024 12:23
2
კი მაგრამ ეს ფულებს ათეთრებ, ფულებს ათეთრებ რომ დასჩხავი, რანაირად შეიძლება ეგრე?
15 წელზე მეტი რა ფულებს შოულობს უკუღმართად რომ ათეთრებს?
ან წინა ხელისუფლებამ, ან ახლანდელმა რით ვერ დაადგინეს და გამოიძიეს მაგ ფულის გათეთრების ამბავი, ან უცხოეთის შესაბსმისმა საერთაშორისო სამსახურებმა თუ ეს კაცი მართლა ეგეთი კრიმინალია?
რით არ მოგბეზრდათ ეს ჭორაობა?
ბათუმელი ექსპერტი
19 დეკემბერი 2024 07:22
4
ბიჭოოო, რა ტუდა- სუდა გაქვთ ამ დინამოში
ika
18 დეკემბერი 2024 23:55
0
კომენტარის დაწერას ვცდილობდი და ბოლოს იცით როგორ გამომივიდა? იმ ანეკდოტის არ იყოს - "იმ დღეს დაგინახე ქუჩაში მოდიოდი ვიფიქრე მივესალმებითქო და მერე გავიფიქრე - ერთი ამის კარგიც ..... " ასე ვარ უკვე კლუბ - უკაცრავად დინამოს აკადემიაზე - კლუბი და გუნდი აღარ არსებობს და რავი, წარმატებები სკოლა - ინტერნატს
იბერია
19 დეკემბერი 2024 12:59
1
მინდა ვუსურვო თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას , ახალ მწვრთნელს ბატონი ვლადიმერს წარმატებებს, ვოცნებობ დაუბრუნდეს ამ უდიდეს ისტორიის მქონე გუნდს , მინდა ვიამაყოთ ერთად, ორმოცდაათი წელზე მეტია ვგულშემატკივრობ აბა თქვენ იცით ძალა ერთობაშია, წინ გამარჯვებისკენ,
იბერიელი
19 დეკემბერი 2024 12:38
2
წარმატებები, იქნებ …
@
19 დეკემბერი 2024 01:00
1
:)))))))))))))) კაი რა!!
Pepelu
19 დეკემბერი 2024 10:07
3
ერთი კარგი ანალიტიკოსიც რო დაიმატოთ..ისეთ გუნდებთან გიწევთ თამაშები ანალიზი ბევრი სჭიდება>>>
ღადაობთ?
19 დეკემბერი 2024 01:01
2
მაქსიმუმ ჩემპიონაატი რო დაიწყება 10 თამაშში მოხსნიან...
simartle
20 დეკემბერი 2024 00:19
3

სიახლეები პოპულარული