ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვაუწყა. 18 წლის მეკარე სოსო კოპალიანი ქუთაისურ გუნდში დაბრუნდა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ითამაშა - მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ლიგაში 15 წლის ასაკში შედგა.

"ტორპედოში" გააგრძელებს კარიერას 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფიც. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქუთაისელთა ახალწვეულს ~გერმანიაში, ავსტრიაში, მონტენეგროში, საბერძნეთსა და ხორვატიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს ჩვენი ახალწვეული “ფლენსბურგის” ღირსებას იცავდა, სადაც 18 მატჩში 6
გოლი გაიტანა.

"ტორპედოში" ჩაირიცხა ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძეც, რომელსაც "საბურთალოში" ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდის ახალწვეულს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2021 წელს ფრანგული "გრენობლის" მაისურიც მოირგო.

გასულ სეზონში კოხრეიძემ 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.