საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩისათვის მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში 29 აგვისტოს ორჯერადი ვარჯიში გამართა. პირველი ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში შედგა, 18:00 საათზე კი ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ამ დროისთვის ეროვნული ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ტრავმის გამო გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში გიორგი ლორია ვერ დაეხმარება.

ნუკრი რევიშვილი უკვე გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო.  ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უახლოეს ორ შეხვედრაში გუნდის დახმარებას ახალგაზრდა ფეხბურთელი. ნიკა კაჭარავამ დღევანდელი
ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა და ამ ეტაპზე სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს შეუდგება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მიკვირს იცით? ნაკრებს მცირე, მაგრამ გასვლის შანსი კიდევ აქვს და რატომ ამბობთ, რომ არაა შანსი. სწორი ტაქტიკისა და კონტიგენტის დაკომპლექტების შემტხვევაში, თუ ფორტუნაც მოგვეხმარება ყველაფერიც შეიძლება მოხდეს. ერტი ამ ძლოკვს მოვუგებდეთ და ავსტრიასაც გავამწარებთ
VASO
21:29 30-08-2017
1
დროა ირწმუნოთ თქვენი თავის, როგორც რაგბში და კალათბურთში.
გვინდა გვერდზე დაგიდგეთ, მოგვეცით ამის საშუალება.
უფალმა დაგლოცოთ.
გია
13:37 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული