საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში 29 აგვისტოს ორჯერადი ვარჯიში გამართა. პირველი ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში შედგა, 18:00 საათზე კი ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ამ დროისთვის ეროვნული ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ტრავმის გამო გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში გიორგი ლორია ვერ დაეხმარება.
ნუკრი რევიშვილი უკვე გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო. ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უახლოეს ორ შეხვედრაში გუნდის დახმარებას ახალგაზრდა ფეხბურთელი. ნიკა კაჭარავამ დღევანდელი
ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა და ამ ეტაპზე სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშაა.
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს შეუდგება.