საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისისა და 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა.
ფეხბურთელი უკვე ჯანმრთელადაა და 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად უკვე ივარჯიშა.
საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა დაპირისპირების შემდეგ ფეხბურთელი კვლავ ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი),
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ჩაატარებს. 1-ელ სექტემბერს ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" 19.30 წუთიდან ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ირლანდიის მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.