ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
DiePresse.com
"მუნდიალის რეალური შანსი საბოლოოდ გავუშვით ხელიდან. ეს შესაძლოა, იყო მარსელ კოლერის უკანასკნელი მატჩი ავსტრიის ნაკრების თავკაცის პოსტზე.
ბრწყინვალე ევროსაკვალიფიკაციოს შემდეგ შვეიცარიელმა სპეციალისტმა პოზიტიური ბევრი ვერაფერი გააკეთა. ასე რომ, საქართველოს ნაკრებით თუ დასრულდება "კოლერის ერა" გუნდში, ლოგიკური იქნება.
საერთო სურათი საშინელია - ავსტრიას აკლია იდეები და სწორი სტრუქტურა. კოლერის გუნდის ზუსტ ტაქტიკურ განლაგებას ალბათ,
BLICK
"ავსტრიამ საქართველოსთან მატჩში საკუთარი თავი თავად დაამარცხა - 1:1 წაგების ტოლფასია. ახლა შვეიცარიელი მწვრთნელის დღეები გუნდში დათვლილია. ეს იყო კოლერის ბოლო მინი-შანსი მუნდიალზე მოხვედრის, რომელიც მან ვერ გამოიყენა და ახლა ის უმუშევარი რჩება".
12terMann.at
"ავსტრია ვერ უგებს საქართველოს და არაფრით გამორჩეული გუნდების რიგებს უბრუნდება. ამ თამაშში გუნდს გოლის გატანის ცოტა შანსი ჰქონდა. გუნდს იდეების ნაკლებობა ეტყობოდა, ფლანგებზე ვერ ვჯობდით ქართველ მეტოქეებს, რომლებიც მართლაც ბრწყინვალედ მოქმედებდნენ. ჩათვალეთ, რომ 6 ოქტომბერს სერბეთს ვენაში საშინაო მატჩი ექნება გასამართავი, რადგან კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი მოვა ნაკრების თამაშზე".
abseits.at
"გუნდი მენტალურად არ იყო 100%-ით მზად ამ შეხვედრისთვის. თავიდანვე დაგვანახვეს ქართველებმა, რომ ბურთთან ბრწყინვალე ურთიერთობაში არიან. მათ 4-2-3-1 სისტემით ითამაშეს, სადაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ფლანგები, შუა ხაზის ტრიო კარგად ეწყობოდა სიტუაციებს და შესანიშნავად ეხმარებოდა ორ უკან დახეულ ნახევარმცველს. ბურთი ხელში ჩაიგდეს და დროდადრო ავსტრიელთა ნახევარზეც "სახლდებოდნენ". მეორე ტაიმში მასპინძელთა გამოცოცხლება საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი იმედგაცრუება და კიდევ ერთი სალაპარაკო თემა ნაკრების ირგვლივ".
LAOLA1.at
"ავსტრიას მეტი შანსი და მოგებაც შეეძლო, თუმცა ვერ მოახერხა".
nachrichten.at
"ავსტრიის ნაკრები ახლა ყველაზე ცუდ ფეხბურთს თამაშობს უახლოეს ისტორიაში".