ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მარკო არნაუტოვიჩი: საქართველო ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ვარსკვლავი, "ავსტრიელთა იბრაჰიმოვიჩი" მარკო არნაუტოვიჩი ძალზე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ნაკრებს:

"ჩემთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან მატჩში. ამ გუნდს უნდა მოეგო უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა, თითქოს, საქართველო სუსტი მეტოქეა.

მათ აქ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. მათ სუპერკონტრშეტევა შემოგვთავაზეს", - განაცხადა არნაუტოვიჩმა.

არნაუტოვიჩს მარტინ ჰინტერეგი ეთანხმება: "იგი 100%-ით მართალს ამბობს".

ასევე დაგაინტერესებთ