ერთა ლიგა: "გვაწყობს" თუ არა მუნდიალის შესარჩევში დარჩენილი მატჩების მოგება

AutoSharing Option
გუშინ "ფიფა-კოკა კოლას" განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს 9-ადგილიანი წინსვლა აქვს და 103-ე პოზიციაზეა.

გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ თუკი მუნდიალის დასკვნით ორ ტურში წარმატებით ვითამაშებთ, ფიფას რეიტინგში კვლავ წინ წავიწევთ, ეს კი... არ გვაწყობს...

რამდენად მართალია ეს მოსაზრება?

მოგეხსენებათ, უეფამ ახალი ტურნირი შემოიღო - ერთა ლიგა - რომლის პირველი სეზონიც 2018 წელს დაიწყება. გუნდები ოთხ დივიზიონად იქნებიან დაყოფილები და ყოველი დივიზიონის გამარჯვებული ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.

არის უეფას ერთა ლიგა - რეალური შანსი საქართველოს!

საქართველო, სავარაუდოდ, D ჯგუფში
მოიაზრება. ფანები შიშობენ, რომ სერბეთთან ან უელსთან წარმატების შემთხვევაში, გუნდი რეიტინგის გამო C ჯგუფში აღმოჩდება. ბუნებრივია, ზედა ჯგუფში უკეთესი ნაკრებებია და მისი მოგება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე D ჯგუფის.

თუმცა საქმე ისაა, რომ დივიზიონები ფიფას რეიტინგის მიხედვით არ დგება, უეფა კლასიფიკაციისთვის თავის რეიტინგს იყენებს, რომელსაც უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტი ეწოდება და რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება ნოემბრის თვეში.

ასე რომ, ნოემბრამდე ოფიციალურად ვერ გავიგებთ, რომელ დივიზიონში ვითამაშებთ. უნდა დაველოდოთ ეროვნულ გუნდთან კოეფიციენტის გამოქვეყნებას, მაგრამ ვარაუდი მაინც შესაძლებელია.

კოეფიციენტები საკმაოდ ჩახლართული სისტემით დგება, რომელსაც აქ აღარ მოვიყვანთ. უბრალოდ, ვიტყვით, რომ ფიფას რეიტინგისგან განსხვავებით, მხოლოდ დათვლის სისტემა არ არის განსხვავებული, უეფა საერთოდ არ იღებს მხედველობაში ამხანაგურ მატჩებს და მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შეხვედრებს (ფინალურ და საკვალიფიკაციო ეტაპებს) ითვალისწინებს.

We Global Football-მა არაოფიციალურად გამოაქვეყნა მიმდინარე რეიტინგი, რომელიც 6 ოქტომბრის მატჩებისთვისაა დაანგარიშებული.

ამ რეიტინგში საქართველო 16,510 ქულით 55 ნაკრებში 43-ე ადგილზეა. ერთა ლიგის დებულებით, ქვედა, D დივიზიონში 16 ყველაზე დაბალრეიტინგიანი ნაკრები უნდა იყოს, ანუ მე-40 ადგილიდან მოყოლებული, ყველა ნაკრები D დივიზიონში ითამაშებს... თუ ბოლო ტურები არაფერს შეცვლის.

მოკლედ, "არ გვაწყობს" 39-ე ადგილი და ზემოთ, რადგან ამ შემთხვევაში მართლაც C ჯგუფში მოვხვდებით. მართლაც, დანიასთან, საბერძნეთთან, რუმინეთთან, ან სერბეთთან საგზურისთვის ბრძოლას სჯობს, ლუქსემბურგს, მალტას, სან მარინოს და მსგავსებს ვეთამაშოთ.

უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტი (არაოფიციალური)
ჩვენთვის საინტერესო პოზიციები
Sportall.Ge
აქ ერთი ნიუანსია, უეფა ბოლო სამი საკვალიფიკაციო და ორი ფინალური ციკლის მიხედვით ითვლის და იქ ცვლილებები ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც ფიფას რეიტინგში შეიძლება მოხდეს, თუკი აუტსაიდერი რომელიმე დაწინაურებულ ქვეყანას დაამარცხებს.

ცვლილებები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, მაგრამ დიდ რყევებს არ უნდა ველოდოთ. შედარებისთვის, ვიტყვით, რომ 2015 წლის ნოემბრისთვის საქართველოს 17,786 ქულა ჰქონდა და 41-ე პოზიციაზე იყო და ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 1,2 ქულა და 2 ადგილი დაკარგა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ე,ბიჯო გვეშველა :) :) წაგებით თუ ჭ-ე კლასის გუნდებთან მოვხვდებით წაგებას რაღა უნდა სულ არ ვაგებთ მაინსც? რაღა ეხლა უნდა გაიგიჟონ თავი წააგონ და იქნებ მერე გავიდეთ ჭ-ე ჯგუფიდან :) მალტა და ყაზახეთი იოლი დასამარცხებელი გონია აქ ზოგიერტებს .დ.დ. უბედურება ისაა რომ იმ ჯ-ე ჯგუფიდანაც რომ ვერ გავალთ დ.დ.დ. :)))
გიო35
21:41 23-09-2017
0
რა ტუზი დაეცათ სერბებსა და უელსელებს... ბედს ნუ მომცემ და საქართველოს ნაკრებთან მომახვედრე ქვეჯგუფშიო, - მაგათზეა ნათქვამი....
მსქროლავი ტროლი
14:21 16-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული