უეფას ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები და შანსი ბოლო კალათიდან
საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრები და კიდევ 54 ევროპული ნაკრები, ხოლო ტურნირი 2019 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.
სულ 10 ჯგუფი იქნება (ზოგან - 5, ზოგან კი - 6 გუნდი), რომელთაგანაც 2-2 ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ამ 20 გუნდს 4 ერთა ლიგიდან (დივიზიონების გამარჯვებულები) შეუერთდება.