ოფიციალურად: გარეთ ბეილი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ უელსის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გარეთ ბეილი საქართველოსთან და ირლანდიასთან გასამართ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ბეილი 28 სექტემბერს დასახელებულ განაცხადში მოხვდა. მალევე, უელსელმა მადრიდის "რეალის" შეხვედრა გამოტოვა. ზინედინ ზიდანის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა. დღეს დილით არსებული ინფორმაციით, უელსი საქართველოს ლიდერთან ერთად ეწვეოდა, მაგრამ ახლახან სიტუაცია შეიცვალა - ტრავმირებული გარეთ ბეილი განაცხადში ტომ ბრედშოუმ შეცვალა.

საქართველოსა და უელსის შეხვედრა 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება. 3 დღის შემდეგ უელსელები ირლანდიას უმასპინძლებენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული