ნიკა კვეკვესკირი: ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია?

AutoSharing Option
თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ
ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა მოახლოებულ მატჩებსა და ტრავმირებულ თანაგუნდელებზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ტრადიციად გვექცა საკვანძო ფეხბურთელების არყოფნა სანაკრებო თამაშების წინ.

ჩემი აზრით, ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე არიან, ნებისმიერი ევროპული ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია.

რაც შეეხება მოტივაციას, ბოლო ოფიციალური თამაშია საკუთარ მოედანზე და ჯერჯერობით გამარჯვება არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია? ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მაყურებელს, რომ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის
თამაში და შედეგის ჩვენება.

განვლილი ორი თამაში ირლანდიასთან და ავსტრიასთან იყო ხარისხიანი ფეხბურთი, თუმცა, სამწუხაროდ, გამარჯვების გარეშე. ახლა ხარისხიანი ფეხბურთი უკვე შედეგში უნდა ავსახოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უელსს 20:00 საათზე უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ბილეთის ფასი არის 5, 10, 15 და 25 ლარი. ბილეთების შეძენა ინტერნეტში ამ მისამართზე შეგიძლიათ - TKT.GE

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭებო წარმატებას გისურვებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპაში მგონი ერთადერთი გუნდია უელსი, საფეხბურთო ქვეყნებს შორის, დადებითი ბალანსი, რომ გვაქვს და მას შენარჩუნება და უკეთეს შემთხვევაში გაუმჯობესებაც უნდა. რაც შეეხება ტრამვირებულებს, თუ ტრავმა ....ს, ამას უკვე შევეჩვიეთ, როგორც პრაქტიკიდან ჩანს ვაისი გუნდს ულიდერებოდ უფრო კარგად ათამაშებს გუნდურ თამაშს ვიდრე მათთან ერთად. ასე რომ გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.
gizog
11:00 04-10-2017
0
არ ვიცი რას ვიზამთ ამ თამაშებში,შევძლებთ თუ ვერა გამარჯვებას,მაგრამ ერთი ცხადია,ჯერ ცხადაძის და შემდეგ ვაისის ნაკრებმა თავმოყვარე ფეხბურთის თამაში დაიწყო.ეს კი რაღაც შედეგს აუცილებლად მოგვიტანს,სათამაშო დროის მქონე ფეხბურთელებიც საკმაო რაოდენობაა და ოქრის და ჯანოს ტრავმები რომ არა,უელსთან თამამად ვიფიქრებდით გამარჯვებაზე,თუმცა ბეილის არ ყოფნაში ამ გუნდსაც შეუძლია გამარჯვების მოპოვება,მაგრამ გარკვეული გამართლების და უდიდესი კონცენტრაციის ხარჯზე,მოკლედ პირველი გოლის მალე გატანას ვგულისხმ0ობ გამართლებაში და შემდეგ გამართული კონტრთამაშით ყველფრის შანსი მოგვეცემა.
სოსო
10:48 04-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული