სტატისტიკა, რომელსაც არ ველოდით

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე დაასრულა. მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სტატისტიკაში გვაქვს ისეთი მაჩვენებლები, რომელიც ნაჩვენები შედეგისგან ბევრად განსხვავებულია.

ნაკრებმა 10 ჩატარებულ მატჩში 5 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. გაიტანა 8 გოლი, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.8 გოლი.

121-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით: ამათგან 33-ჯერ ზუსტად, 51-ჯერ არაზუსტად, 37 დარტყმა დაბლოკეს და 6-ჯერ მოარტყეს ხარიხას.

162 მცდელობიდან ჩვენმა ნაკრებმა ბურთი 83-ჯერ ჩაჭრა, რაც 51-პროცენტიანი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 31 კუთხური ჩამოაწოდა, საშუალოდ 3.1 კუთხური მატჩში.

სტატისტიკაში ყველაზე
გამოსარჩევი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს საშუალოდ ბურთის ფლობა 55% ჰქონდა, რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი ბურთის ფლობა საქართველო-ირლანდიას (1:1) მატჩში გვქონდა - 69%, შემდეგია მოლდოვა-საქართველო (2:2) - 61% და საქართველო-უელსი (0:1) - 58%.

ბურთის ფლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა: ავსტრია-საქართველო (1:1) - 43%, უელსი-საქართველო (1:1) - 50% და საქართველო - სერბეთი (1:3) - 51%. 

ასევე არარეალურად შეიძლება მოგეჩვენოთ პასის სიზუსტე, 4512 გაცემული პასიდან 3871 ზუსტი - 85%.

მეკარეების მონაგარი საკვალიფიკაციოზე 24 "სეივია" და 14 გაშვებული გოლი. ამათგან 6 მატჩში 9 გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ და 4 შეხვედრაში 5 გოლი გიორგი მაკარიძემ. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში გავუშვით გოლი.

137-ჯერ არიან დაჯარიმებულები ქართველი ფეხბურთელები და 17 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, წითელი ბარათი არ მიგვიღია.

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ჯანო ანანიძემ.  1 გოლი და 1 გადაცემაა ნიკა კაჭარავას ანგარიშზე.

დანარჩენი 3 გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და ვაკო გვილიამ გაიტანეს. 1-1 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული დავით სხირტლაძეს და ჯიმი ტაბიძეს.

ყველაზე მეტი გოლი მოლდოვას ნაკრებს კიშინიოვში გავუტანეთ - 2 გოლი (2:2). ყველაზე მეტი თბილისში სერბეთმა გაგვიტანა - 3 გოლი (1:3).

ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: გურამ კაშიამ, გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო ყაზაიშვილმა.

რაც შეეხება შემტევ ხაზს, ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არანაირი შედეგი არ ჰქონია: გიორგი ქვილითაიას, ვლადიმერ დვალიშვილს და ჯაბა ჯიღაურს - 6 მატჩი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
კველაზე შედეგიანმა ფეხბურტელმა დაგვაგალატა სერბეტტან ტორემ შეიდზლაბოდა ბოლო ტურშიც შანსი გვკონოდა
gaza
31 ოქტომბერი 2017 10:28
0
ავტორჯან ეს ,,მუნდიალი"რაღაა ქართულად. ჰააააა
დათო
19 ოქტომბერი 2017 15:02
0
შეტევის ხაზი არა გვყავს, სტატისტიკაც ამას აჩვენებს. ბურთი ნახევარდაცვის ანგარიშზეა. ერთი ფორვარდიც კი არა გვყავს.
მერაბი
18 ოქტომბერი 2017 09:13
0
საერთოდ ქართული ფეხბურთის ტრენერები ნახავარდაცვაზე ორიენტირებული ვაი მწვრტნელებითაა დაკომპლექტებული. ასეა ეს
სიმარტლე
18 ოქტომბერი 2017 17:29
0
ეს სტატისტიკა ტოტალიზატორებისთვის შეინახეთ, ხოდა მთავარი სტატისტიკა რაც არის მოგებული თამაშები, ან თუნდაც ფრეები, მაგას ითვლიან ისე რომ იცოდეთ. ღირსეულად წაგებულ თამაშებში ქულას არ იძლევიან
დავითი
16 ოქტომბერი 2017 14:35
2
რა გინდა შესანიშნავი შედეგია
avaza
16 ოქტომბერი 2017 09:56
0
"იძირება გემი,მაგრამ ყველაფერი რიგზეა":)
ლაშა
15 ოქტომბერი 2017 12:46
2
იძირება გემი მაგრამ, ყველაფერი რიგზეა
იძირება გემი მაგრამ, ყველაფერი რიგზეა
მანანა ხახიშვილი-თოდაძე
13 ოქტომბერი 2017 15:45
2
სასწრაფოდ ლუქსემბურგის ფეხბურთის განვითარების პროგრამა გვჭირდება!!!!!!!!
blagvi
12 ოქტომბერი 2017 12:58
2
ბურთის ფლობის 55% დან 54% საკუთარ საჯარიმოსთან დაათრევდნენ ბურთს, ხოლო 3871 ზუსტი პასიდან დარწმუნებული ვარ 3800 მაინც უკან იყო გაკეთებული. წინ გაკეთებული პასებიდან ზედიზედ ორს ვერ აკეთებენ ზუსტს. სტატისტიკა ბრმაა.
Gela
12 ოქტომბერი 2017 10:55
2
დიდებული სტატისტიკაა - ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მომეშვა გულზე... ეტყობა, ვაისი იმად დავიტოვეთ, რომ სტატისტიკაში მართლა ძლიერი სპეციალისტია და მიზნად დაუსახეს, რომ ეს სახარბიელო სტატისტიკა კიდევ უფრო გავიუმჯობესოთ და სტატისტიკურად მაინც გავიდეთ ხოლმე ქვეჯგუფიდან... თუ ვაისს ვაცალეთ, შესაძლოა, სტატისტიკურ ჩემპიონობასაც კი გამოვკრათ ხელი... ნეტა, მერე რაღას იტყვიან ფედერაციის კრიტიკაზე ჩასაფრებული ვაიგულშემატკივრები, კიდევ იწუწუნებენ - რაში ხარჯავენ ასობით მილიონ ლარსაო?!... ახლა, ზოგიერთი მათგანი კი იკლიაოზნიკებს - მაგ სტატისტიკას სჯობდა, ერთი კინკილა თამაში მაინც მოგვეგო მალდავანებთანო, მაგრამ ასეთებს ყური არ უნდა ვუგდოთ, ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ და სტატისტიკას მივაწვეთ - მომავალი (ნუ, სტატისტიკა) ჩვენია!!!
მსქროლავი ტროლი
12 ოქტომბერი 2017 10:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული