ერთა ლიგის ამბები - პირველებში ვართ, ოღონდ, ბოლოში

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფების განლაგება ცნობილია. ციკლის დასრულების შემდეგ ლიგები ასე გამოიყურება:

A ლიგა
გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია.

B ლიგა
ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია, ჩრ. ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი.

C ლიგა
უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია, ჩერნოგორია, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა.

D ლიგა
აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის
შემდეგ ჰოლანდია A ლიგაში დაწინაურდა, ლიტვა D ჯგუფიდან - C-ში, უელსი B-ში დაქვეითდა.

ერთა ლიგის გათამაშება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე გაიმართება. იდეა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, სტივ მარტენსს ეკუთვნის. წინადადება მან 2011 წელს, კვიპროსში, უეფას სამომავლო სტრატეგიის განხილვაზე წამოაყენა, 2014 წლის 27 მარტს კი ასტანაში ჩატარებულ უეფას კონგრესზე ეს იდეა საბოლოოდ მოიწონეს, რამდენიმე კვირის წინ კი ფორმატიც დამტკიცდა.

წილისყრა და კალენდარი
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

წილისყრა: 2018 წლის 24 იანვარი (ლოზანა, შვეიცარია)
I ტური: 6-8 სექტემბერი, 2018
II ტური: 9-11 სექტემბერი, 2018
III ტური: 11-13 ოქტომბერი, 2018
IV ტური: 14-16 ოქტომბერი, 2018
V ტური: 15-17 ნოემბერი 2018
VI ტური: 18-20 ნოემბერი, 2018
ფინალური ეტაპების წილისყრა: 2018 წლის დეკემბრის დასაწყისი
ფინალური ეტაპი: 2019 წლის 5-9 ივნისი (ნახევარფინალები და ფინალი)
ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩების წილისყრა: 2019 წლის 22 ნოემბერი
ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩები: 2020 წლის 26-31 მარტი

* ერთა ლიგის გამარჯვებული A ლიგის გამარჯვებულებში გამოვლინდება.

*
ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან რუსეთი და უკრაინა, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი, თუკი უეფას აღმასკომის ამჟამინდელი გადაწყვეტილებები წილისყრამდე არ შეიცვლება.

* ერთა ლიგის ჩემპიონს A ლიგის 4 პირველადგილოსანი გამოავლენს.

კითხვები
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი დაკომპლექტდება. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირდაპირ 2 გუნდი მოხვდება - ანუ სულ 20 გუნდი. დანარჩენ 4 საგზურს ოთხივე ლიგის გამარჯვებული მიიღებს, ბოლოადგილოსანი (D ჯგუფის გარდა) კი რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითდება.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩები შემოდგომის ნაცვლად, ნახევარი წლის დაგვიანებით, 2019 წლის მარტში დაიწყება.
ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურის მომპოვებელი გუნდი ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლიდანაც თუ მოიპოვებს საგზურს, მის კვოტას მომდევნო ადგილზე გასული ნაკრები მიიღებს.

თუ ნაკრების ევრო 2020-ის საგზურს შესარჩევ ციკლში მოიპოვებს, ერთა ლიგის პლეი-ოფში მის ადგილს ის გუნდი დაიკავებს, რომელსაც შემდგომ ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება. შესაძლოა, ეს საგზური ქვედა ლიგაში მოასპარეზე ნაკრებს გადაეცეს.

როგორ გამოითვლება ეს რეიტინგი? უპირველესად, ლიგაში დაკავებული ადგილის მიხედვით. შემდეგ გათვალისწინებული იქნება ქულები, გატანილ-გაშვებული გოლების რაოდენობა, გატანილი გოლები, გასვლაზე გატანილი გოლები, მოგებების რაოდენობა, გასვლაზე მოგებები, დისციპლინარული ქულები და ნაკრების რეიტინგი.

D ჯგუფის კალათები
I კალათა
აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, საქართველო

II კალათა
სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი

III კალათა
ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა

IV კალათა
ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი

რა შანსი გვაქვს?
საქართველოს ნაკრებს ჰქონდა შანსი, ბოლო ორი შეხვედრის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, C ლიგაში გადაენაცვლა, რაც ბევრად უფრო პრესტიჟული იქნებოდა, მაგრამ სასწაულები ჩვენს მხარეში არ ხდება და მოსახდენი მოხდა - საქართველოს ნაკრები ბოლო, D ლიგაშია, სადაც 16 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება: აქ არიან ჩვენი ყალიბის გუნდები - აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ყაზახეთი, ფარერები, ლუქსემბურგი, მოლდოვა და ჩვენზე ოდნავ დაბალი დონის ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო და გიბრალტარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ექნება, რადგან D ლიგაში გრანდები არ არიან.

მაგრამ, მეორე მხრივ, ბოლო 20 წელიწადში ქართული ფეხბურთის რეგრესი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ასეთი სუსტი მეტოქეების გარემოცვაშიც გაუჭირდება, მით უმეტეს, ერთა ლიგიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოვხვდებით, რადგან კიდევ ერთი ბარიერი იქნება გადასალახი.

ყოველ შემთხვევაში, გარანტირებულად გამსვლელები არ ვართ, რადგან მინიმუმ ჩვენზე ნაკლებები არ არიან აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ყაზახეთი, ფარერები და ლუქსემბურგი.

ფაქტია, რომ საქართველომ ჯგუფში ერთი თამაშიც ვერ მოიგო და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამას ჩვენგან ათვალწუნებული ფარერები და ლუქსემბურგიც ახერხებენ, ხოლო ისლანდია უკვე მოქმედი ლეგენდაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
რა მაგარი ჯგუფი იქნება საქართველო,ფარერები,ლიხტენშტეინი და სან მარინო. რას ვიგულავებთ ბიჭებო! აქ ნაღდად გავიხსენებთ მოგების გემოს.
კიკა
17 ოქტომბერი 2017 12:36
0
კიდევ გჯერავთ საწაულის და ზღაპრების ჯერ გამოყარეთ ქართული ფეხბურთიდან დამმნაშავეები, ვინც თიტო აგური გამოცალა ქართული ფეხბურთის მტკიცე შენობას
სანდრო
14 ოქტომბერი 2017 13:25
0
აქედანაც თუ ვერ გავალთ მაშინ რა პრეტენზია გვაქ საერთოდ? სათუოს თუ ვხდით აქედან გასვლას მაშინ ფეხბურთის ბურთს მაღაზიაშიც ნუ გავყიდით
Me
13 ოქტომბერი 2017 01:33
0
ახალკაცის შემდეგ "საქმე" სისტემურად არცერთ ქართველ მწვრთნელს არ გაუკეთებია (ერთ ორ გამონაკლის ეპიზოდს არ ვგულისხმობ). მათი შედეგები - ნოლი, პროფესიული განათლება (აკადემიური) - ნოლი, პროფესიული ინტელექტი - ნოლი, გამოცდილება ხომ სასაცილო.

აბა თუ ასე არ არის ჩემოვთვალოთ მათი მიღწევები (ოღონდ კონკრეტული მიღწევევბი - და არა თქმულებები და ლეგენდები)
Zaza
13 ოქტომბერი 2017 01:16
0
წლიდან წლამდე მიდის საუბარი ერთი და იგივეზე. ვწუწუნებთ გაუთავებლად და საშველი არ ჩანს. ჩავქანდით საფეხბურთო უფსკრულში საბოლოოდ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: ფეხბურთში უნდა შევიდეს ბიზნესი და ფული. არავითარი სახელმწიფო დოტაცია, მხოლოდ კერძო ბიზნესი, მაგრამ ვინ დაინტერესდება წამგებიანი ბიზნესით დღეს? არც ერთი ნორმალური ბიზნეზმენი. რჩება მხოლოდ საშემოსავლო შეღავათები იმ ბიზნესმენებისთვის ვინც ფეხბურთში ჩადებს ფულს რათა მათ პრაქტიკული ფინანსური სარგებელი მიიღონ და არ მიატოვონ დაწყებული საქმე. ესაა მგონი გადარჩენის გზა და რით ვერ მოება ამ პროგრამას თავი 22 წელია?
ირაკლი
12 ოქტომბერი 2017 19:43
2
ჩვენი ნაკრები სუსტ გუნდებთანაც ვერ თამაშობს მაგალითი სახეზეა მოლდოვა როცა ორი პრინციპული თამაში რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო გუნდს ვერ მოიგო წინა შესარჩევზე ასევე ძალიან პრინციპული თამაში ფინეთან გუნდა ისევ ვერ მოიგო,ხოლო იმის წინ კი ლატვიასთანც დამარცხდა აქედან გამომდინარე გუნდს ყველადონის გუნდთან თამაში და ის რეზერვი რომელმაც უნდა შეავსოს ეროვნული ნაკრები 21 წლამდე ბიჭებმაც ზედიზედ 3 თამაში წააგეს ისეთ გუნდებთან რომლებიც არც გრანდები არიან და არც საშუალო დონის ნაკრებები საშინელი კრიზისია ქართულ ფეხბურთში ამაზე დაბლა დაცემა უკვე აღარ არსებობს.
daTo
12 ოქტომბერი 2017 18:05
1
ერთი რაღაც უბრალოდ ვერ გამიგია... როგორ არის ირლანდია სერბეთზე წინ?
zeus
12 ოქტომბერი 2017 17:36
0
თუ უკრაინას და რუსეთს, ან აზერბაიჯანსა და სომხეთს პლეი-ოფში მოუწევთ შეხვედრა, მაშინ რა იქნება?
ცნობისმოყვარე
12 ოქტომბერი 2017 16:09
0
ნეიტრალური და მისი ჯანი, მაყურებლის გარეშე
ვაუ
13 ოქტომბერი 2017 10:17
0
არაფერი ! ჩვენც შევხვდით!
df
12 ოქტომბერი 2017 17:22
0
ეჰ რა სამარცხვინოები არიან :(
....
12 ოქტომბერი 2017 15:00
0
Visi momgebi vart aq ...moldovastan gvaxsovs aseve belorustan da yazaxettan sul problemebi gvqonda aseve latviastanac (tu bolo tamashshs ar chavtvlit 5:0) aseve makedoniac ar aris xelwamosakravi tan dzaan moumates azerebmac somxebmac mitumetes aseve luksemburgmac da farerebma ra gviqnes am dgeebshi gaxsovt albat gjer kidev kosovoc ar igneba male cvenze naklebi ...ase rom cven djer kidev shegvidzlia movugot iset gundebs : gibraltars San-marinos andoras da lixtenshteins ai danarchenebtan na rovne vitamashot ...eg aris dgevandeli da xvalindeli realoba ...ase rom risi an visi imedi gaqvt an ratom ityuebt tavs da cxovrobt iluziebshi ...
Auee
12 ოქტომბერი 2017 14:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული