რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს

AutoSharing Option
სტუმართმოყვარე ერი ვართ, სტუმარს კარგადაც ვხვდებით და მისი გაშვება გვიჭირს. აი, მაგალითად, ორი წელია, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე ჩაატარა, რომ მოგება არ გვაქვს. როცა სხვა ქვეყნებში მუნდიალის შესარჩევში ცუდ გამოსვლას არ პატიობენ, ჩვენი ფედერაცია ახალ კონტრაქტზე მუშაობს და სავარაუდოდ, სლოვაკი სპეციალისტი შემდეგ საკვალიფიკაციოზეც გაუძღვება საქართველოს ნაკრებს.

- ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

მოდით, ვნახოთ, რა მოხდა სხვა ჯგუფებში? პატიობდნენ თუ არა თუნდაც ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციოზე ნაჩვენებ უარყოფით შედეგს? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში იხილავთ.

დავიწყოთ A ჯგუფით, სადაც ბელორუსმა, ჩვენ მსგავსად, სულ 5 ქულით დაასრულა გამოსვლა და მე-6 ადგილზე გავიდა.

ნაკრებს პირველ ოთხ ტურში ბელორუსი ალეკსანდრ ხაცკევიჩი წვრთნიდა. ბელორუსებმა პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს და ქომაგიც იმედიანად იყო, მაგრამ ამ წარმატების შემდეგ, მოულოდნელად, ლუქსემბურგთან ქულები გაიყვეს, ჰოლანდიასა და ბულგარეთთან კი წააგეს. აი, ეს უკვე აღარ აპატია ფედერაციამ ხაცკევიჩს და ნაკრებიდან გაუშვა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 10 7 2 1 18-6 23
2. შვედეთი 10 6 1 3 26-9 19
3. ჰოლანდია 10 6 1 3 21-12 19
4. ბულგარეთი 10 4 1 5 14-19 13
5. ლუქსემბურგი 10 1 3 6 8-26 6
6. ბელორუსი 10 1 2 7 6-21 5

* * *
საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მარცხის შემდეგ ლატვიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარიანს პაჰარსმა გადაწყვიტა, პოსტი დაეტოვებინა.

მანამდე ლატვიის ნაკრებს შესარჩევში 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ერთადერთი მოგება კი ანდორასთან ჰქონდა. ფედერაციას ლატვიელი სპეციალისტის ნაკრებში დარჩენა სურდა, მაგრამ პაჰარსმა თავად გადაწყვიტა, რომ მისი შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი და უნდა წასულიყო.

საბოლოოდ ლატვიამ B ჯგუფში შვიდი ქულით დაასრულა ასპარეზობა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 10 9 0 1 32-4 27
2. შვეიცარია 10 9 0 1 23-7 27
3. უნგრეთი 10 4 1 5 14-14 13
4. ფარერები 10 2 3 5 4-16 9
5. ლატვია 10 2 1 7 7-18 7
6. ანდორა 10 1 1 8 2-23 4

* * *
აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინჩკიმ გადადგომის შესახებ ახლახან განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელ ხალხს იმედები გაუცრუა.

როგორც კი შესარჩევი დაიწყო, ჩვენმა მეზობლებმა სტუმრად სან მარინო დააამარცხეს, ბაქოში კი ნორვეგიის ნაკრებს მოუგეს. მესამე ტურში ჩეხებთან სტუმრად ფრეს გამორჩნენ და აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ ცალი ფეხით უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ...

მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვა ჯგუფში ექვსი მარცხი და ერთი გამარჯვება ისევ სან მარინოსთან. ჩვენმა მეზობელმა C ჯგუფში გამოსვლა 10 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 10 0 0 43-4 30
2. ჩრ. ირლანდია 10 6 1 3 17-6 19
3. ჩეხეთი 10 4 3 3 17-10 15
4. ნორვეგია 10 4 1 5 17-16 13
5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10-19 10
6. სან მარინო 10 0 0 10 2-51 0

* * *
რაც შეეხება ჩვენს ყოფილ კონკურენტ მოლდოვას, მუნდიალზე თამაშის ამბიცია მას არც ჰქონია, თუმცა ჯგუფში დაკავებული ბოლო ადგილის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი იგორ დობროლოვსკი ჯერჯერობით კვლავ რჩება ნაკრებში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ორივე მატჩში ფრედ ითამაშა (1:1, 2:2).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21
2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19
3. უელსი 10 4 5 1 13-6 17
4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15
5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5
6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2

* * *
სომხეთის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა 7 ქულით. ჩვენს მეზობლებს ადგილობრივი სპეციალისტი არტურ პეტროსიანი წვრთნის. სომხებიც იმედოვნებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ სრული ფიასკო განიცადეს.

მონტენეგროსა და ყაზახეთს შინ მოუგეს, ამ უკანასკნელთან გასვლაზე ფრედ ითამაშეს, აი, დანარჩენი მატჩები კი წააგეს.

ჯერჯერობით მთავარ პოსტზე კვლავ პეტროსიანი რჩება, რომლის დარჩენასაც ნაკრების ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი უჭერს მხარს.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 10 8 1 1 28-14 25
2. დანია 10 6 2 2 20-8 20
3. ჩერნოგორია 10 5 1 4 20-12 16
4. რუმინეთი 10 3 4 3 12-10 13
5. სომხეთი 10 2 1 7 10-26 7
6. ყაზახეთი 10 0 3 7 6-26 3

* * *
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ლიტვის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ედგარას იანუსკასი წვრთნიდა.

ლიტვამ ჯგუფი 6 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა. იანუსკასი შეგირდებმა 1 მატჩი მოიგეს, 3 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს.

როგორც ცნობილია, ლიტვაში ახალი მწვრთნელის მიწვევას ფიქრობენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 10 8 2 0 18-3 26
2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17-7 18
3. შოტლანდია 10 5 3 2 17-12 18
4. სლოვენია 10 4 3 3 12-7 15
5. ლიტვა 10 1 3 6 7-20 6
6. მალტა 10 0 1 9 3-25 1

* * *
ებრაელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ისრაელის ნაკრებიდან ელიშა ლევის გაშვებას მოითხოვენ.

G ჯგუფში ისრაელმა მე-4 ადგილი დაიკავა, არადა, ნაკრების მწვრთნელი მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ჰპირდებოდა.

ისრაელმა 4 თამაში მოიგო და 6 წააგო, ებრაელების ჯგუფში კი ესპანეთი და იტალია იყვნენ. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 10 9 1 0 36-3 28
2. იტალია 10 7 2 1 21-8 23
3. ალბანეთი 10 4 1 5 10-13 13
4. ისრაელი 10 4 0 6 10-15 12
5. მაკედონია 10 3 2 5 15-15 11
6. ლიხტენშტაინი 10 0 0 10 1-39 0

* * *
6 თამაშის შემდეგ გაუშვეს კრისტაკის კრისტოფურო, რომელიც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი იყო.

მან საკვალიფიკაციოს დაწყებიდან პირველი სამი თამაში წააგო, ორჯერ მოიგო გიბრალტართან და ერთიც ფრე ითამაშა. საბოლოოდ კვიპროსმა 10 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 10 9 1 0 43-6 28
2. საბერძნეთი 10 5 4 1 17-6 19
3. ბოსნია 10 5 2 3 24-13 17
4. ესტონეთი 10 3 2 5 13-19 11
5. კვიპროსი 10 3 1 6 9-18 10
6. გიბრალტარი 10 0 0 10 3-47 0

* * *
ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შვედი ჰანს ბაკე ოთხი მატჩის შემდეგ გაუშვეს. ბაკემ კოსოვოსთან მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო შემდეგ ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

ფინეთის ფედერაციის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება გამოდგა, მაგრამ დაგვიანებული. გუნდში ადგილობრივი სპეციალისტის, მარკუს კანერვას მოსვლის შემდეგ ფინელებმა პირველადგილოსანი ისლანდია დაამარცხეს და საბოლოოდ 2 მოგებით, 3 ფრით და 5 წაგებით მე-5 ადგილზე გავიდნენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 10 7 1 2 16-7 22
2. ხორვატია 10 6 2 2 15-4 20
3. უკრაინა 10 5 2 3 13-9 17
4. თურქეთი 10 4 3 3 14-13 15
5. ფინეთი 10 2 3 5 9-13 9
6. კოსოვო 10 0 1 9 3-24 1

* * *
როგორც ვხედავთ იმ ნაკრებებსაც კი, რომლებსაც თუნდაც მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდათ, ახალი მწვრთნელები ჰყავთ.

იმ ნაკრებებში, სადაც მთავარმა მწვრთნელებმა შესარჩევის დასაწყისშივე ვერ აჩვენეს მისაღები შედეგი, ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, ბელორუსის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაისსაც იგივე სტატისტიკა ჰქონდა, წააგო პირველი ორი მატჩი და ორი ფრე ითამაშა, მათ შორის 1:1 მოლდოვის ნაკრებთან.

გამოსარჩევია მეორე ფაქტიც, სადაც ნაკრების მწვრთნელებმა შედეგი ვერ დადეს და თვითონვე გადადგნენ. მაგალითად, აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც ჩათვალა, რომ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. არადა, 10 ქულა და სამი მოგება ჰქონდა, ჩვენ კი ერთი გამარჯვებაც სანატრელი გაგვიხდა...

ისრაელის ნაკრების ქომაგი სულაც იმაზეა განაწყენებული, რომ გუნდი ესპანეთსა და იტალიასთან მეტოქეობაში ვერ გავიდა ჯგუფიდან. საქართველოს ნაკრებში კი, რომელიც უფავორიტო ჯგუფში მოხვდა და მაინც ვერაფერს მიაღწია, მწვრთნელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ...

მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევში 9 ჯგუფი იყო და მე-5 ადგილზე გასულ ნაკრებებს შორის ქულების რაიოდენობის მხრივ ბოლო ადგილს ვიკავებთ. ვაისის დამოძღვრილების მხრიდან "კარგი თამაში", ეტყობა, არ არის საკმარისი საერთაშორისო დონეზე რაიმეს მისაღწევად...
მკითხველის კომენტარები / 39 /
კობიაშვილი მაფიოზაა და რასაკვრველია სქემებიც მაფიოზური აქვს. იცით რა იქნება? ფარერები და სანმარინოც რომ გადაგვივლის და ეს ასე იქნება გარწმუნებთ, რადგან ჩვენი ნაკრები უკვე უფსკრულის ფსკერზე აგდია ყოვლადუთავმოყვარეო და ნამუსაყრილი, მაშინ იტყვის, ჩემი აზრით, ეგ ციხეში დასალპობი კობიაშვილი რაღაც ვერ გავთვალეთო, თუ არა და ნახავთ რომ ასე იქნება და საერთოდ, მიმიფურთხებია იმ ქვეყნისათვის, სადაც კობიაშვილი და კობიასვილისნაირები ხალხს ნერვებს უწამლავენ.
...ჯეკ
18 ოქტომბერი 2017 09:32
0
აქ ფეხბურთელებზე რომ ლაპარაკობენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს ....ისლანდიას რონალდოები და პელეები ყავს შედეგს რომ მიაღწია?? ყაზახეთის და აზერბაიჯანის გუნდები უგვე ლიგაზე თამაშობენ...არაფერსესენი არ აკეთებენ
jora
17 ოქტომბერი 2017 22:47
0
ცხადაძე, მხოლოდ ცხადაძე და არავინ ცხადაძის გარდა! მხოლოდ ცხადაძე იხსნის საქართველოს!
Kote
15 ოქტომბერი 2017 11:27
0
აი უმარტივეს კითხვას გაეცით პასუხი:
რომელმა ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა თუნდაც 10-12 გოლი ჩემპიონატში 1 წის განმავლობაში? საქართელოს და სუსტ ჩემპიონატებს არ ვგულისხმობ. იგივე აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებიდან თუნდაც? ნაკრებში რომ თხოვთ გოლის გატანას თუნდაც, წელიწადში რომ 2 გოლი გააქვს ოდნავ ნორმალურ ჩემპიონატში, იმ თავდამსხმელს რამდენი საგოლე მომენტი დაჭირდება ნაკრების თამაშში გოლის გასატანად? დაფიქრებულხართ მაინც? გასაგებია ჟურნალისტმა რაღაც უნდ ადაწეროს, რომ ხელფასი აიღოს და ახლა მოდაშ ვერ იქნება ვაისის ქება, ამიტომ აკრიტიკებს. მაგრამ გულშემატკივარმა ხომ უნდა გავახილოთ თვალი?
რა დონისაა საქართველოს ჩემპიონატი, სად თამაშობენ ჩვენი თავდამსხმელები და სეოზნში რამდენი გოლი გააქვთ?
ხომ აშკარააა, რომ ბოლო პასის მიცემის და გოლის პრობლემა აქვს ნაკრებს? რატომ იმიტომ რომ მეკარე, დაცვა და ნახევარდაცვა ასე თუ ისე სადღაც მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული... თავდასხმა კი დღევანდელ დღეს ყველას პრობლემაა, მით უმეტეს მაშინ როცა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ხოლო აქედან წასული თავდასხმელი ყოველ მეორე თამაშში თუ არ გაიტანს გოლს ისე არავინ აცლის ძირითადში თამაშს. ბოლოს ასეთი იყო მჭედლიძე, რომელმაც ზედიზედ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ მერე მორიგი დაზიანება და...

ასე რომ ცოტა გავახილოთ თვალი და ისე ვიმსჯელოთ.
პ.ს. პროფესიონალიზმში რომ ფაქტიურად მთელ ევროპას ჩამოვრჩებით (არა მხოლოდ ფეხბურთში) ეგ ცალკე თემაა.
დავითი
14 ოქტომბერი 2017 11:15
1
ჭანტურიამ და არაბიძემ კლუბებში ალბათ "დაგლიჯეს" და ჩვენ გვიმალავენ. გნებავთ სხვებიც (და რომელი ერთი) ყოველ თვე ლიგის სიმბოლურ ნაკრებებში შეყავთ და მინდორს გოლის გარეშე არ ტოვებენ. სათადარიგო სკამებს ხეხავენ....
დეიდა
15 ოქტომბერი 2017 11:33
0
თვალები უნდა გაახილო მართლა და დაინახო - დვალიშვილს რა უნდა ნაკრებში!!! ქვილითაია ვინაა საერთოდ??? ჭანტურია არა, არაბიძე არა, ვაწაძე არა, ვინც კი გოლის გატანა ან კაცის მოტყუება იცის არავინ არა!!! ბერიძეს რატო არ იძახენ ნაკრებში??? ამას დაუმატე ტრამვებ კიდე ჯანო იქით ოქრი აქეთ და გვეტირება ყოფა. მერებაშვილი როგორ მოხდა რომ გამოიძახეს ბოლოს და ბოლოს მერე იტყვიან თავდამსხმელი არა გვყავსო. ოთარი მარცვალაძე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ისე გააფუჭეს რომ თავისი კარიერის პიკში ნაკრებში არ გვაღირსეს!!! ასევე უმაღლესი კლასის დავით სირაძე ბოლო წამებზე რომ გაქონდა გოლები სულ კარიერა ნაადრევად დაუმთავრეს. ამეების მერე შეიძლება საერთოდ რამეზე ლაპარაკი??? მტრები ყავს ქართულ ფეხბურთს მტრებიიი ეს შეიგნეთ.
ბიძია
14 ოქტომბერი 2017 22:56
0
jurnalisto raze laparakob mwvrtneli ra shuashia? ver xedav rom fexburteli ar gvyavs? azri araaq amat cvlas da saertod sxvastan shedarebit bevrad xirseulad gamovidnen darbian mainc
gigi
14 ოქტომბერი 2017 10:55
2
მწვრთნელი რა შუაშია? აბა მაშინ რად გვინდა მწვრთნელი საერთოდ
Zsza
14 ოქტომბერი 2017 12:11
1
ხალხნო,იცით რა მაინტერესებს? ეს კაცი ამბობს გადახედეთ ჩვენს ფეხბურთელებს და მერე მეტოქისასო,რატომ არ გვინდა ვაჟკაცურად ვაღიაროთ და სიმართლე ვთქვათ,რომ თამაში არ ვიცით და მეტი არ შეგვიძლია?
თავადი
14 ოქტომბერი 2017 09:36
2
რაგინდათ ვერ ვხვდები რატომ უნდა გაუშვათ ეს კაცი სახლში აბა ნახეთ ბოლოს როდის გვქონდა ბურთი და ვაკონტროლებდიტ მას ესეც არვიცოდით და ვაისმა გვანახა დაუცადოთ რაიქნება შემდეგში და ნელ ნელა მოვა შედეგიც ნუვართ ასეთი სუსთი ნერვების პატრონები მივხედოთ ყველამ ჩვენ საქმეს
giorgi
14 ოქტომბერი 2017 09:09
1
ვაისი კი არა, აჩელოტი დანიშნეთ, თუ გინდათ, შედეგს მაინც ვერ დადებს. შეხედეთ, რა ფეხბურტელები გვყავს ნაკრებში, ერთი ნორმალური ტავდამსხმელი არ გვყავს. ქეცბაიასი არ იყოს, მესებს ვერ დაბადებს ვაისი. გადაჭარბებული მოლოდინების ქონა კი შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. სჯობს ზუსტად იცოდე შენი შესაძლებლობები, ვიდრე ამაო მოლოდინები გქონდეს და მერე ფრუსტრირებულს გიკვირდეს, რატომ ვერ უგებ ევროპულ ნაკრებებს.
პ.ს. და კიდევ, ეს უაზრო სიტყვა, "მუნდიალი" მოიშალეთ, სირცხვილია უკვე. არც ფეხბურთია ესპანური სპორტი და არც ფიფა და უეფა - ესპანური ორგანიზაციები, არც ფეხბურთის ტერმინოლოგიაა ესპანური და არც დავით ქლიბაძეთი არ იწყება ქართული სპორტული ჟურნალისტიკა (ღმერთმა კარგად ამყოფოს)!
დათო
14 ოქტომბერი 2017 08:44
3
დიეგო, ძია გენაცვალოს, ჩემი პოსტიდან ის აზრი გამოიტანე,რომ ფეხბურთს სოკერი დავუძახოთმეთქი? ფეხბურთს რამეს ვერჩით? იქნებ მსოფლიოსაც მსოფლიო დავუძახოთ? ბრაზილიელებს ლათინოამერიკელებად არ თვლი? ბრაზილიელები რომ "კოპა დო მუნდოს" ეძახიან მსოფლიოს თასს, რა ვქნათ, ჩვენც მუნდო დავარქვათ? ქართულს რომ უნდა ვცეთ პატივი მაგაზეა სწორედაც ჩემი პოსტი და თუ უცხოური ტერმინების დამკვიდრება გვინდა, მაგასაც ცოდნით უნდა გაკეთება და არა ასე: ერთხელ ქლიბაძემ მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისას იხმარა სიტყვა მუნდიალი, მერე ქართველმა ჟურნალისტებმა აიტაცეს ეს სიტყვა და ახლა კონტექსტის-და მიუხედავად უპრაგონოდ იყენებენ ამ სიტყვას.
პ.ს. ჰო მართლა, ძია გენაცვალოს, ფეხბურთი ინგლისური სპორტია და იქნებ მინიმალური პატივისცემა მაინც გამოვხატოთ ამ თამაშის შემქმნელი ერის მიმართ? ვინმეს აზრად მოუვა რაგბის მსოფლიო თასს მუნდიალი უწოდოს? აბა ფეხბურთმა რაღა დაგვიშავა?
დათო
17 ოქტომბერი 2017 17:26
0
მუნდიალს თავი დაანებე შენ, ძია... ძაანაც კარგი სიტყვაა, და ასე უნდა იყოს. ეს არის დიდებული სიტყვა, ოლიმპიური მნიშვნელობის... ეს არის ლათინოამერიკული სიტყვა, და ფეხბურთი საერთოდ არ არის ევროპელების თამაში. ამერიკული თუა "საერთაშორისო" ენა მაგიტომაცაა რომ ბდღვნიან და ფეხბურთს "ნასკებს" ეძახიან საერთოდ ... "სოკერი" ნასკებიანს ნიშნავს, ფეხბურთსაც ვუძახოთ ჩვენ "სოკერი"?? თუ როგორ არის საქმე, გამიხადეს "საერთაშორისო ენა"... ქლიბაძემ კიდე ერთი წიგნი უნდა დაწეროს და მაგარი ყდა უნდა გაუკეთოს.
Diego
14 ოქტომბერი 2017 22:36
1
და ამ გუნდებიდან, რომლებმაც მწვრთნელი შეცვალეს ციკლის შუაში, რომელმა აჩვენა ახალ მწვრთნელთან ერთად უკეთესი შედეგი? მოყვანილ გუნდებს შორის უმეტესობა ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.

წლების მანძილზე, პირველად ვხედავ, რომ ბურთის ფლობაზე ორიენტებულ ფეხბურთს თამაშობდეს გუნდი, რომელიც ტრადიციულად 2-3 პასს თუ აკეთებდა შეტევაში.
სანდრო
14 ოქტომბერი 2017 08:43
1
ისე შედეგის არ დადების გამო მწვრთნელების გათავისუფლების მეტი რა ხდებოდა ჩვენთან?! ჩემპინები ვართ მწვრთნელების ცვლილებებში...ეხლა ალბათ სხვა ტაქტიკა-მიდგომაა...ვნახოთ
L.E.S
14 ოქტომბერი 2017 08:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული