ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები გორში კვიპროსის და ქუთაისში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ