ლევან კობიაშვილი: ქომაგმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ვაისს ფინანსები არ აინტერესებს...
- უნდა გკითხოთ ვლადიმირ ვაისზე. ვიცით, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რა ვითარებაა ამ მხრივ?
- ჩვენი სურვილია, რომ ვლადიმირ ვაისი დარჩეს საქართველოს ნაკრებში და ამაზე ადრეც ვილაპარაკე. ცოტა ხნის წინაც შევხვდით ერთმანეთს და კიდევ შევხვდებით. შეიძლება ითქვას, ერთ საერთო წერტილამდე ვართ მისულები. რა თქმა უნდა, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

მე არ
გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვამბობ, რომ იყო შეცდომები როგორც ფედერაციის, ისე ფეხბურთელებისა და ვაისის მხრიდან, მაგრამ კარგად ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო და ისიც ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში ფეხბურთელებსა და მწვრთნელს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ხოლო იმას, რომ საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე ჩაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ჩემზე მეტად განიცდის ის ხალხი, ვინც ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგია? ეს შედეგი ჩემთვისაც მიუღებელია და არც მე ვარ ბედნიერი ამის გამო.

როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და ნაკრებს ასეთი შედეგი აქვს, ახალი კონტრაქტი სხვანაირად აღიქმება, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ ამაზე. ამას მარტო იმიტომ არ ვაკეთებთ, ყოველ შესარჩევ ციკლში მწვრთნელი არ იცვლებაო, რომ ამბობენ. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი, მაგრამ დამიჯერეთ, ვლადიმირ ვაისი არ არის საქართველოს ნაკრების პრობლემა.

გეგუჩაძის მჯერა
- რით ახსნით ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო ფიასკოს?
- ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ მე მაინც მჯერა გია გეგუჩაძის სამწვრთნელო კვალიფიკაციის და მჯერა, უახლოეს ორ თამაშში მოედანზე სულ სხვა გუნდს ვნახავთ.

მწვრთნელი არ არის ამ ნაკრების პრობლემა. მიმაჩნია, რომ თუნდაც ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი უშუალოდ მინდორზე უნდა იყოს ცოტა სხვანაირი.

ზესტაფონის თემა მალე დაიხურება
- კოკაია ახსენეთ და, "ზესტაფონის" თემასაც შევეხოთ, რომელიც წინა ფედერაციიდან მემკვიდრეობით "გადმოგყვათ"...
- ჩვენი აზრით, "ზესტაფონი" სჭირდება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატი, ძლიერ "ზესტაფონთან" ერთად, უფრო ძლიერი ტურნირი იქნება. იყო შეხვედრა და ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ეს თემა დაიხუროს ისე, როგორც უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის. ჯერ დეტალურად ვერ ვილაპარაკებ. მიდის მუშაობა ამ საკითხზეც...

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 31 /
ბატონო ლევან ვაისი უნდა დარცჰეს...
OTAR
31 დეკემბერი 2017 16:48
0
ვაი რა დღეში ვარ!!
ლადო
02 ნოემბერი 2017 11:16
3
Cxadadze rato gaushvi, tqven chkuaze at gaivlida da imitom vaisis unda wavides da kaladze kobiashvili mujiri jgarkavac unda miyvnen, raiyo tavmoyvareoba saertot agara gaqvt?
Levani kobidze
02 ნოემბერი 2017 09:57
5
ლაშა, უტვინოს არ გავხარ.მე ვთქვი,რომ სწორი მენეჯმენტი უნდა განახორციელოს მეთქი და არ აკეთებს მეთქი,ნაცვლად ამისა ზის უსაქმოდ პარლამენტში და ორ ადგილს აცდენს კობი.
status quo
02 ნოემბერი 2017 09:47
1
მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები,ამ შემთხევაში ბრაზილიის ნაკრებს მოვიყვან. როდესაც გუნდი მსოფლიოზე ჩემპიონი ვერ ხდება,მწვრთნელი ავტომატურად გადაყენება, არა აქვს მნიშვნელობა,თუ როგორი ფეხბურთელი ჰყავს!78-ში კლაუდიო კოუტინიოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ წაუგია,მაგრამ მაინც გადააყენეს,82-ში ტელე სანტანას უძლიერესი გუნდი ჰყავდა (მეკარის გარდა ), მაგრამ ისიც მიაყოლეს, თუმცა ერთადერთი შემთხვევა იყო სანტანას შემთხვევა,რომელიც დააბრუნეს.მაგრამ მაინც ვერ გახდა ჩემპიონი!ამ კობიაშვილს საერთოდ სინდისი გააჩნია საერთოდ? ჩემპიონობა და შესარჩევში გასვლას ვინ ჩივის, გუნდმა თამაში ვერ მოიგო, არადა ძალიან კონკურენტუნარიან ჯგუფში მოხვდნენ! ახლა გამოდის და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ჭკუის დარიგებას გვიწყებს. გულშემატკივარმა ესადაეს უნდა იცოდეს და ა.შ.გულშემატკივარმა შენზე მეტი იცის და შენზე მეტსაც აკეთებს თამაშზე მოსვლით თუნდაც. შემდეგ განერვიულებული და ზოგჯერ დაავადმყოფებული მიდის სახლში სტადიონიდან! შენ კიდევ ის არ გეყოფა რასაც ფედერაციაში ხელფასს იღებ ? დამატებული პარლამენტარის ხელფასი, პლიუს დანამატები პრემიის სახით და კიდევ სასწაულად დიდი ხელფასი უცხოელ მწვრთნელს, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ თამაშებზე ჩამოდის. რა გინდა ბოლოსდაბოლოს ბიუჯეტის მრღნელი ხარ თუ ჩვენ გვადებილებ თუ რა ინტერესი გაქვს კიდევ პირადული ამ ვაისთან დაკავშირებით? ეგ პოსტი ერთწლიანი უნდა იყოს საერთოდ ვერ გაიყვანე გუნდი ევროპაზე და მსოფლიოზე წადი სახლში, შენი დაქირავებული მწვრთნელიანად! არ დაბლოკოთ, ტყუილი არაფერი დამიწერია
დავით67
02 ნოემბერი 2017 05:16
1
როგორც თქვა ერთმა ფეხბურთელმა: "თქვენი მოლოდინი თქვენი პრობლემებიაოო!!!".
დუდუ
01 ნოემბერი 2017 20:50
0
უტვინოების საყურადღებოდ--კობიაშვილს ევალება ქართული ფეხბურთის განვითარება სწორი მენეჯმენტის გამოყენებით.განვითარებისათვის საჭირო მენეჯმენტის დანერგვა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება.ფეხბურთის განვითარებისათვის ფუნდამეტური გეგმის შედგენა გერმანიის ან სხვა ქვეყნის გამოცდილების ხარჯზე და არა პარლამენტში მთქნარება და ფულის კეთება ჩვენს ხარჯზე...
status quo
01 ნოემბერი 2017 17:53
0
და სწორი მენეჯმენტი რომელი მიმართულებით დაინახე? ბავშთა ფეხბუბურთი? ჩემპიონატის დონე? საკლუბო რეიტინგი ? თუ რა?? გეგონება ქართული ფეხბურთი ააშენა და პარლამენტში გაიქცა
ლაშა
01 ნოემბერი 2017 20:07
0
ერთი ჭეშმარიტება იცოდე, ბატონო ლევან ჩვენ ქართველები ვართ( ხაზს ვუსვამ) და დასვლეთისკენ საზღვარგადალახულების და ირიენტირებულების შეხედულებებს ვერ გავიზიარებთ, ბევრ რამეში. ნუ ეცდებით,რომ დაგვარწმუნობთ თქვენი პოზიცია მხოლოდ დემოკრატიულ იდეებს უჭერს მხარს. არც ჩვენ დავრჩით იმ მორჩილ საზოგადოებად, რომელიც ვერ არჩევს ჩვენთვის ეროვნული იდენტობის საზიანოს და საკეთილოს. ეს გაფრთხილებაა!!!
DEVI
01 ნოემბერი 2017 17:19
1
xalxi ukve mxars, rom ar gichert ik shedegis migtevaze saubari zedmetia, raz ufro adre taxval mit ufro gagvaxarebt!
qomagi
01 ნოემბერი 2017 16:47
0
coyaxanshi kaladze amas shinagan sqqmeta ministrad ro dagisvavt da jamarauls jandacvis mere ijeqit da uyuret
Lasha
01 ნოემბერი 2017 16:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული