საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსისა და ბელორუსის წინააღმდეგ 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

გულშემატკივარს მატჩებზე დასასწრები ბილეთის შეძენა დღეიდან ინტერნეტის საშუალებით, ბმულებზე: საქართველო - კვიპროსი; საქართველო - ბელარუსი შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

ბილეთის ფასი 2 ლარია.

10 ნოემბერს, 17:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 13 ნოემბერს, 18:00 საათზე კი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდი ბელორუსს უმასპინძლებს.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული