საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სტადიონის გარშემო სიტუაციას რამდენიმე ასეული პოლიციელი აკონტროლებდა. ასევე პოლიციელები იყვნენ ავტობუსებში, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ.

ამ შეხვედრამ გორში განსაკუთრებული ინტერესი ვერ გამოიწვია და 5 000-იანი სტადიონი ვერ შეივსო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე ხუთ წუთში რამდენიმე მომენტის შექმნა. მატჩის 24-ე წუთზე კვიპროსის მეკარემ გიორგალიდისმა ბურთი ცუდად გამოიტანა, რომელიც ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, რის
შემდეგაც ბურთი გიორგი ქვილითაიას მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ვინსენტ ლაბანი გიორგი პაპუნაშვილს 26-ე წუთზე ეუხეშა, რასაც ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი ოცი წუთი ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა შეტევების ბოლომდე მიყვანას. მატჩის 66-ე წუთზე კი, რენატო მარგასას 100%-იანი შანსი ჰქონდა გოლის გატანის, მაგრამ გიორგი ლორიამ ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

მალევე ვლადიმირ ვაისმა შეტევის გასამწვავებლად, მინდორზე საბა ლობჟანიძე ვაკო ყაზაიშვილის ნაცვლად, ცოტა ხანში კი, გიორგი პაპუნაშვილის ნაცვლად ვაკო გვილია შეიყვანა. მეტოქემ რამოდენიმეჯერ მწვავედ შემოგვიტია, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

83-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა 4 ცვლილება გააკეთა: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ქვილითაია გაიყვანა, მათ მაგივრად კი გია გრიგალავა, გიორგი აბურჯანია, ირაკლი სიხარულიძე და ნიკა კაჭარავა შეიყვანა.

87-ე წუთზე ნიკა კაჭარავას სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გიორგალიდისმა არ მისცა საშუალება.

საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა.

საქართველოს შემადგენლობა : გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე) , გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია), გიორგი  ქვილითაია (ნიკა კაჭარავა)
მკითხველის კომენტარები / 32 /
თამაში არ იცით არ იცით რწმენა რატომ დამიკარგეთ ტქვე უღმერთოებო....ცისარტყელა სულით მახინჯებო
შაკო
08:07 13-11-2017
0
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა,თუნდაც კვიპროსთან.გუნდი რეიტინგით ჩვენზე გაცილებით წინაა.მეტოქის შეცდომაო ითქვა კომენტარებში რაზეც მინდა ვთქვა, რომ ეს არცერთი წუთით არ აკნინებს ჩვენს მოგებას.რამდენი თამაში შეიძლება გავიხსენოთ როცა საქართველოს ნაკრებს მსგავსი შეცდომებით წაუგია თამაში? შეცდომასაც გამოყენება ჭირდება ბატონებო!კაჭარავა კი უფრო და უფრო სასარგებლო ხდება ნაკრებისათვის.
qobuleteli
18:01 11-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული