ბექა ვაჩიბერაძე ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
როგორც ადრე გაუწყეთ, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე. მან საქართველოს მოქალაქეობა უკვე ოფიციალურად მიიღო და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვის უფლება მიეცა. ბექას საქართველოს პასპორტი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული
ლიგის ფინალში ითამაშა.

ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

წარმატებები ვუსურვოთ ბექას და ღირსეულად დაეცვას საქართველოს ნაკრების ღირსება. იმედია, მას ამის შესაძლებლობა მალე მიეცემა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბექა ვაჩიბერაძემ ერთი თამაში ითამაშა საქართველოს 17 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში და შემდეგ აღარ გამოიძახეს, უკრაინელებმა კი დააფასეს ქართველის ტალანტი და სიხარულით მიიწვიეს თავიანთ 17-იან და 19-იან ასაკობრივ ნაკრებში და დიდი ძალაც იყო ბექა იქ. აქედან გამოიტანოს დასკვნა ხალხმა და ბექას ნუ აბრალებთ .........
უცნობი
14:44 15-12-2017
2
ეჰ, მოდი შვილო , მოდიი.... :D :D აი ბურთი და აი მოედანი , ითამაშე აქ და არსად წახვიდე, უნდა გიყურო, აღარ დაგინახო მეორეთ შორს მეზობელთან სათამაშოდ წასული! დაიტიე აქ !!!! ( ქართული ფეხბურთის დედა, ცოცხალი რო იყოს ალბათ ასე ეტყოდა ამ ბიჭს) :D :D :D /// ისე კი, ბევრი გოლი გაგეტანოს, წარმატებები...
Vasili
14:23 15-12-2017
0

სიახლეები პოპულარული