ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ბაჩანა არაბულმა უნგრეთის თასზე "დიორ ეტოს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
"ბალმაზუივაროშმა" უნგრეთის თასზე სტუმრად დაამარცხა მე-2 ლიგის "დიორ ეტო" 3:2.

მატჩი ქალაქ დიორის 16-ათასიან სტადიონზე ჩატარდა და სტუმართა გუნდის სამივე ქართველი ლეგიონერი ირაკლი მაისურაძე, ლაშა შინდაგორიძე და ბაჩანა არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ამ უკანასკნელმა კი 32-ე წუთზე გოლიც გაიტანა.