ვლადიმირ ვაისი მოსკოვურ ვიზიტზე: მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" შეხვედრას დაესწრო.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სლოვაკი სპეციალისტი მოსკოვში საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის საყურებლად ჩავიდა.

"აქ საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის სანახავად ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ საბამ კარგად ითამაშა და ასევე ძალიან მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესანიშნავ სტადიონზე ძალიან კარგი დერბი შედგა. ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ორივე მწვრთნელი ძალიან ფრთხილობდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართული ფეხბურთი საოცარ სიმაღლეებზე აასული, უკვე ანდორას ვუგებთ, მაგრამ ლიხტენშტეინთან ვაგებთ. მოვუწოდებ ქვეყნის მთავრობას შეწყვიტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება.
daviti
12:28 03-08-2018
1
გაიგულავა ბიჭმა მოსკოვში.
ალბათ ცოლშვილიც წაიყვანა, მოსკოვი და კრემლი აჩვენა, ჩვენი ხალხის ბიუჯეტის ხარჯზე
lashamax
10:30 08-03-2018
9

სიახლეები პოპულარული
ერთა ლიგა
#
გუნდი
2
ანდორა
2
0
2
0
0
2
3
ლატვია
2
0
1
1
-1
1