ვლადიმირ ვაისი მოსკოვურ ვიზიტზე: მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" შეხვედრას დაესწრო.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სლოვაკი სპეციალისტი მოსკოვში საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის საყურებლად ჩავიდა.

"აქ საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის სანახავად ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ საბამ კარგად ითამაშა და ასევე ძალიან მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესანიშნავ სტადიონზე ძალიან კარგი დერბი შედგა. ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ორივე მწვრთნელი ძალიან ფრთხილობდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ ეს კაცი რამდენს იღწვის, რამდენს შრომობს. მისი წინა მორბედებიდან ვინ იყო რუსეთში ჩამსვლელი ანანიძის და კვირკველიას თამაშის საყურებლად...?))) მაგრამ დღენიადაგ ნაკრების განვითარებაზე ფიქრობს. მაგარი კაცია
ჩანერგილი
22 ნოემბერი 2018 14:20
0
ქართული ფეხბურთი საოცარ სიმაღლეებზე აასული, უკვე ანდორას ვუგებთ, მაგრამ ლიხტენშტეინთან ვაგებთ. მოვუწოდებ ქვეყნის მთავრობას შეწყვიტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება.
daviti
03 აგვისტო 2018 12:28
12
გაიგულავა ბიჭმა მოსკოვში.
ალბათ ცოლშვილიც წაიყვანა, მოსკოვი და კრემლი აჩვენა, ჩვენი ხალხის ბიუჯეტის ხარჯზე
lashamax
08 მარტი 2018 10:30
19
ლოღიკა, რომ არა აქვს, ამიტომ ბლაყუნობს ამდენს.
giorgi-ს!
08 ოქტომბერი 2018 14:24
0
მოიცა და კაცმა რომ მსოფლიოს ბილეთი გაჩუქოს, არ გამოართმევ, რადგან მოსკოვია?
სადაც ჩახვალ, იქაურობის მონაა კაცი თუ რა ლოგიკაა?
giorgi
02 მაისი 2018 20:43
0
კვირკველიას რათ უნდა ადგილზე დაკვირვება ამაში ფულის ხარჯვა უაზრობაა . ამას სჯობს ეროვნული ლიგის თამაშებს დაესწროს და რაიმე ახალი იქნებ აღმოაჩინოს. მადრიდში წავა ალბათ რომ დააკვირდეს საბას თამაშს ატლეტიკოსთან იქ უკეთესად იგულავებს.
kika
06 მარტი 2018 11:33
5
საბას და ჯანოს რა დაკვირვება უნდა ვოის სჰენ ლობჯას და დვალისვილს დააკვირდი მატ გარესჰე ხო არ ვტამასჰობტ არცერტ მატჰს.
bajo
06 მარტი 2018 10:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული