ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი მოსკოვურ ვიზიტზე: მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" შეხვედრას დაესწრო.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სლოვაკი სპეციალისტი მოსკოვში საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის საყურებლად ჩავიდა.

"აქ საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის სანახავად ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ საბამ კარგად ითამაშა და ასევე ძალიან მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესანიშნავ სტადიონზე ძალიან კარგი დერბი შედგა. ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ორივე მწვრთნელი ძალიან ფრთხილობდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ვაისმა.
ასევე დაგაინტერესებთ