"მარიუპოლთან" მოგებულ (3:0) შეხვედრაში ქართველმა ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ ის Footboom.com-ის ჟურნალისტს გაესაუბრა.
- "მარიუპოლთან" შეხვედრაში თქვენ ერთ-ერთ ეპიზოდში ანატოლი დიდენკოსთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღეთ. რამდენად სერიოზულია დაზიანება?
- კოჭი ამომიბრუნდა და ტკივილები მაქვს. ხვალ (ინტერვიუ გუშინაა ჩაწერილი) ეროვნულ ნაკრებს შევუერთდები და ყველაფერს ნათელი იქ მოეფინება, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება.
- დიდი სურვილი გაქვთ, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოთ?
- რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს,