U17. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ელიტრაუნდისთვის ცნობილია

AutoSharing Option
21-27 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაერთვება.

გიორგი ნემსაძის გუნდი უკვე ჩავიდა პოლონეთში, სადაც ჩატარდება ელიტრაუნდის მატჩები. ჩვენი ნაკრების მეტოქეები, პოლონეთის გარდა, მაკედონია და ირლანდია იქნებიან.

ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: 1. ლუკა ხარშილაძე, 12. ლუკა კუტალაძე;
მცველები: 2. საბა ჭინჭარაული, 3. ივა გელაშვილი, 4. ზურაბ ბაქრაძე, 5. შოთა ნონიკაშვილი, 13. გიორგი აბზიანიძე, 14. სანდრო კალანდაძე;
ნახევარმცველები: 6. ირაკლი აზაროვი, 8. ცოტნე ჩოთალიშვილი, 10. ზურიკო დავითაშვილი, 15. ანზორ მექვაბიშვილი, 16. გიორგი მირზიკაშვილი, 17. ლუკა შვარცი,
18. ნიკოლოზ ტალახაძე, 19. ანატოლი მესიაჩენკო;
თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 9. გიორგი გულიაშვილი, 11. ელგუჯა ჯანგველაძე, 20. ლადო ჩიხრაძე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზარქუა სად ტამასობს? იქნებ დაწეროტ
0
ზარქუამდე პსჟ ში გყავდეს ბავშვი და ატალანტაში და არცერთს არ უძახდე,ცოტა გაუგებარია.
Soso
17:15 20-03-2018
6

სიახლეები პოპულარული