ვლადიმირ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძე ლიტვასთან მატჩს ძირითადში დაიწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლიტვასთან და ესტონეთთან მომავალი ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

- შევძლებთ ერთა ლიგამდე ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში? რა შედეგის მომტანია ამ მხრივ ესტონეთთან და ლიტვასთან ამხანაგური მატჩი?
- საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ფორმატი არის შანსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ.  ყველა გუნდს სურს ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ.

მთელ საქართველოს სურს, რომ მათმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხებათ მეტოქეებს, ფიფას რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან და თუ წარმატების
მიღწევა გვსურს, სწრაფი და დაბალანსებული შეტევების გაკეთება უნდა ვისწავლოთ. ამ შეხვედრებში მინდა ყველა ფეხბურთელი გამოვცადო, მათ შორის, სამივე მეკარე - თუნდაც თითო-თითო ტაიმი.

- ეროვნულ ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე არის დებიუტანტი. მიეცემა მას მომავალ შეხვედრებში შანსი?
-  სასიხარულოა, რომ გიორგი ჩვენთან არის. მე მის თამაშს ვაკვირდებოდი და მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ის მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის მომავალია.

ვფიქრობ, მისი მონაცემების და აზროვნების მქონე ფეხბურთელმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. გუშინ მის მშობლებს ვესაუბრე, საფეხბურთო ოჯახიდანაა და შემიძლია გითხრათ, რომ ზეგ თამაშს სასტარტოში დაიწყებს.

- რომელ პოზიციაზე აქვს საქართველოს ნაკრებს დღეს ყველაზე დიდი პრობლემა?
- პრობლემები გვქონდა შეტევებში, მაგრამ ეს კონკრეტული ფეხბურთელის ბრალი არ არის, მთლიანად გუნდს ეხება, რომელსაც მომენტის შექმნა ევალება.

- 2018 წელი ქართველი ლეგიონერებისთვის კარგად დაიწყო, რომელ მოთამაშეებს გამოარჩევდით ვარჯიშიდან?
- მიხარია, რომ ლეგიონერები ძირითად გუნდში თამაშობენ. თუნდაც გასული წლის ბოლოს, ყველა შემტევი ფეხბურთელი მაკლდა. წარუმატებლობას ამას ვერ დავაბრალებ.

- შესაძლებელია, რომ რომელიმე მატჩში ორი თავდამსხმელით ითამაშოთ?
- არ აქვს მნიშვნელობა, ცენტრში რამდენი ფეხბურთელი თამაშობს - ზოგიერთი ნაკრები უფორვარდოდ თამაშობს საერთოდ. ორი მატჩიდან ერთ-ერთში ვცდი ორი ფორვარდით თამაშს. კაჭარავა-ქვილითაიას დუეტის დაყენება ძალიან რთულია. შეიძლება არაბული მოვსინჯო მეორე ფორვარდად ან ვაკო ყაზაიშვილი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩაკვეტაძე 21 წლამდეში ათამაშეთ იმათ შეეწყოს პატარაა რაუნდა ეროვნულში თან იმათ შესარჩევი აქვთ
ggko
23 მარტი 2018 08:06
6
და ერთა ლიგაზე რომ აღარ იქნება პატარა და დაგვჭირდება არ უნდა იყოს შეთამაშებული? ასეთ ნიჭიერებს ორივეგან ათამაშებენ ხოლმე ეროვნულის უპირატესობით ოღონდ.
gio
23 მარტი 2018 11:48
0
რას გადაეკიდეთ ამ არაბიძეს? U21-ის თამაშების ვუყურე ძალიან სუსტია, თუ რამის ერთი ადგილი აქ ჯერ იქ დაამტკიცოს. 21 და 22 წლის ბიჭები დიდ ფეხბურთს თამაშობენ, ეს შახტარის დუბლებს ვერ გასცდა და ნაკრებში ითხოვთ.
Ikaika
23 მარტი 2018 08:00
4
არაბიძე რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ, 4 თამაში ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და 3 გოლი გაიტანა. ეს არ არის შედეგი? ქვილითაიამ რამდენი თამაში ითამაშა და რამდენი გაიტანა? ან ვაკო ყაზაიშვილმა? ან ჯანო ანანიძემ? შევადაროთ და ფაქტებით გავაანალიზოთ.
არაბი
23 მარტი 2018 23:07
2
ყველაფერი თითქოს ნორმალურადაა მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო გვავიწყდება გიორგი არაბიძე მაზზეც ამბობდნენ დიდ ფეხბურთს ითამაშებსო მაგრამ საერთოდ აღარ ჩანს ნაკრების სიახლოვეს კლუბზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ და ვაისს ვფიქრობ მაინც უნდა გამოეძახებინა ნაკრებში თუნდაც მისთვის ამ ცუდ პერიოდში მოტივაციის მიზნით, სხვა მხრივ ვფიქრობ განაცხადი ნორმალურია. გამარჯვების დროა.
Fani
23 მარტი 2018 00:09
6
არაბიძე ახალგაზრდულშია და დღეს ითამაშებს გორში, სადაც ის ძალიან გვჭირდება. ახალგაზრდული წნეხის ქვეშაა გამარჯვებები სჭირდება. წარმატებებს ვუსურვებ არაბიძესაც და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც.
gizog
23 მარტი 2018 09:38
1
ისედაც ბევრია პაესტკით ჩამოსული. და მეორე ზუსტადაც წინასწარმა გაცემულმა ავანსებმა გაუკეთა მაგ ბიჭს დათვური სამსახური.
haha
23 მარტი 2018 08:51
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული