ბაჩანა არაბული: ნაკრების მატჩები, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, ისე დასრულდა

AutoSharing Option
ბაჩანა არაბულს საქართველოს ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში მცირე სათამაშო დრო მიეცა. "ბალმაზიუვაროშის" ქართველ შემტევს ლიტვასთან 17, ხოლო ესტონეთთან 13 წუთი დაეთმო.

Sportall.ge არაბულს დაუკავშირდა და ნაკრების თამაშების შეფასება სთხოვა.

- როგორ შეაფასებდით ნაკრების თამაშს ამხანაგურ შეხვედრებში?
- როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა.

ერთა ლიგაში მინიმუმ ამ ხარისხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად მოვა.

- რა სხვაობა დაინახეთ საქართველოს ნაკრების ამ ორ მატჩსა და გასულ შეხვედრებს შორის?
- ალბათ, ის, რომ ყველას, ვინც გამოძახებული
იყო, თავის კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვს და ეს მატჩებშიც აისახა.

დროთა განმავლობაში ჩვენი თამაშის ხარისხმაც მოიმატა და ამავდროულად, წაგვივიდა კიდეც. ორი აზრი არაა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, ისე დასრულდა შეხვედრები.

- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტებში აქვს სამუშაო საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან რთულია, ამ თამაშების მერე რაიმე გამოსასწორებელზე იფიქრო. იმიტომ, რომ თითქმის ყველაფერი იდეალურად წაგვივიდა.

ის, რომ მომენტებს ვერ ვიყენებდით, მე მთლად პრობლემად არ მიმაჩნია. 6 გოლი გავიტანეთ 2 მატჩში და 3-4 ბურთის შეგდება კიდევ შეგვეძლო.

შეუძლებელია, ყველა მომენტი გოლით დაამთავრო... ასე რომ, ჩემი აზრით, მთავარია, ბევრი მომენტი შევქმნათ ამ ორი თამაშის მსგავსად.

- პირადად თქვენს თამაშს როგორ შეაფასებდით?
- პირველი თამაში ურიგო არ იყო. 1 კარგი შანსი მქონდა და ყველაფერი ნორმალურად იყო. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, სამწუხაროდ, შესვლიდან მცირე დროში ტრავმა მივიღე და მატჩი ვეღარ გავაგრძელე.

მთლიანობაში, ვფიქრობ, თუ ბოლოს მიღებულ ტრავმას არ ჩავთვლით, შეკრება ჩემთვის სასარგებლო იყო. თუმცა ტრავმისგან დაზღვეული არავინ არ არის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შერგელაშვილი, აბურჯნია და არაბული, სამეული, რომლებმაც ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი გასულ თამაშებში და ნორმალური რა იყო ამისთვის ვერ ვხვდები.
emigranti
16:35 02-04-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული