ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სტანიმირ სტოილოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებს შეადარა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ გადაწყდა 5 ივნისს ერთა ლიგამდე აზერბაიჯანთან საკუთარ მოედანზე დაპირისპირება.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს დადებითი პასუხისთვის. ასევე, ჩვენმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს მატჩი სახლში გაგვემართა.

გვსურდა, ეს შეხვედრა სახლში ჩაგვეტარებინა, რადგან ერთა ლიგაზე პირველი დაპირისპირება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გველის.

რატომ აზერბაიჯანი? ეს გუნდი ძალიან ჰგავს საქართველოს სათამაშო სტილით. სწორედ ამიტომ ამოვირჩიეთ ის ოპონენტად.

მათ ნაკრებთან
თამაში კარგი ტესტი იქნება საქართველოსთან თამაშის წინ", - აღნიშნა სტოილოვმა.
ასევე დაგაინტერესებთ