გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა, ტრავმა მიიღო და კოჭლობით დატოვა მოედანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატზე "გენკთან" გასვლით მატჩში (1:1) ტრავმა მიიღო 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

"გენტის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დაააყენა, მე-15 წუთზე მან მეტოქეს ბურთი აართვა და იუია კუბოს ისეთი უპასა, გოლი რომ არ გაეტანა, არ შეიძლებოდა.

სამწუხაროდ, გიორგიმ 29-ე წუთზე ტრავმა მიიღო, მაგრამ თამაში გააგრძელა, თუმცა 33-ე წუთზე მაინც შეცვალეს და კოჭლობით დატოვა მოედანი. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ჩაკვეტაძე და როგორც კი რამეს შევიტყობთ, მაშინვე გაუწყებთ.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და ფრეს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა შეხვედრის
დასასრულს "გენტის" ორი ფეხბურთელი გააძევა.

გიორგის გუნდი საჩემპიონო ჯგუფში 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 მაისს "ანდერლეხტს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული