ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე, ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამოს" წევრ ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე, მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეუერთდება. ამხანაგურ მატჩებს ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო-მალტას შეხვედრა ავსტრიის ქალაქ შვაცში 1-ელ ივნისს შედგება. 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ზაურ მახარაძე ("ოლიმპიკი", დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი ("რუსთავი", რუსთავი) სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლევან ხარაბაძე ("დინამო", თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე ("რიგასი", ლატვია), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი", სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("სპარტაკი", ტრნავა, სლოვაკეთი), ჯაბა ჯიღაური ("ორდაბასი", ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("კორონა", პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ლადო დვალიშვილი ("ჰაპოელ აშქელონი", ისრაელი), ბაჩანა არაბული ("ბალმაზუივაროში", უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 51 /
ძალიან გამიხარდა დვალიშვილის დაბრუნება ნაკრებში.
ბესო
28 მაისი 2018 19:41
0
დვალიშვილი რატოოოოოოოოოოოომ??????????? ასეთი რა შესცოდა ერმა ან ბერმაააა???????????? რისთვის ვისჯებიიიიიიით???????
georgian
23 მაისი 2018 12:11
1
ვო გალაქტიონი))) ჩქიმ ჯიმა ჩემი კომენტარი რატომ არ გაუშვი კაროჩე, დვალიშვილს ლობირებთ?)))))
georgian
23 მაისი 2018 12:09
1
სან-კიტსი და ნევისს თუ რაღაცას რო ვეთამაშეთ იმას ხო გაუტანა!!!(მგონი)
levani zesta
23 მაისი 2018 08:38
0
მახსოვს 20-იანი წლები იყო ჰოდააა... დვალიშვილმა გოლი გაიტანააა, ნეტავ ვინმე ამიხსნის რატომ ყავთ ეს ბიჭი მუდამ ნაკრებში? მცველებსაც კი მაგაზე მეტი აქვთ გატანილი, ეტყობა კარგი პიროვნებაა და ევასებათ, ან ვინმეს სიძედ უნდა, კაი იწვევენ იწვევენ, თვითონ ხო მაინც უნდა რცხვენოდეს..............
gela gloveli
23 მაისი 2018 08:38
0
lobjanidzes rato ar idzaxes nakrebshi?
geo
23 მაისი 2018 07:04
0
დვალიშვილი, აბურჯანია, ჯიღაური ნამდვილად არ იყვნენ გამოსაძახებელი და კომენტარებში ნახსენები ფეხბურთEლების გამოცდა ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა... ან არაბიძეს რას ერჩის ისიც ვერ გავიგე.
emigranti
23 მაისი 2018 02:09
0
ფაჩულიას გარეშე გაგვიჭირდება
ვისი გორისა
22 მაისი 2018 22:32
0
უჩა ლობჟანიძე რატომ არ გამოიძახეს?))
ლევანი
22 მაისი 2018 21:16
1
ლადოსთან პირადად არაფერი მაქ საწინააღმდეგო კაცი ჩამოდის როდესაც გამოუძახებენ ბოლომდე თამაშობს მაგრამ ჯობდა ვინმე ახალგაზრდა წასულიყო ან სულაც საქართველოს ჩემპიონატიდან ბუდუსთან ერთად კარგი იქნებოდა! რა აზრი აქვს ლადოს წაყვანას არ მესმის, ერთა ლიგაზე ამის გამოძახება აბსურდი იქნება და არ ჯობდა სხვა ფეხბურთელი ენახათ საქმეში!
svan
22 მაისი 2018 20:28
4
თუნდაც ირაკლი სიხარულიძე, გამოიძახეს და კაცმა შამსი გამოიყენა. ახლა კი რაღაც დაიკარგა
grego
23 მაისი 2018 00:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული