ზაურ მახარაძე: ჩემთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება

AutoSharing Option
ზაურ მახარაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. უკრაინაში დაბადებულმა დონეცკის "ოლიმპიკის“ მეკარემ 2009-14 წლებში უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.

25 წლის ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მალტასთან (1-ელ ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს) დაგეგმილ მატჩებში გამოიძახა.

"ჩემთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აგრეთვე, საქართველოს ნაკრებში გამოძახება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. იმედი მაქვს, გავამართლებ ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრის მოლოდინს" - განაცხადა ზაურ მახარაძემ.

▶ ზაურ მახარაძე მომავალ სეზონში ახალ კლუბში იასპარეზებს
▶ ზაურ მახარაძე: ბევრი ვიფიქრე,
რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაურ! წარმატებები და წარმატებები საქართველოს გასახარად!!!
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული