ვლადიმირ ვაისმა მალტა დაზვერა, საქართველოს ნაკრები კი მზადებას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი შეკრების მეოთხე დღე, მთავარმა მწვრთნელმა სრულად ტაქტიკურ ვარჯიშს დაუთმო. მალტასთან შეხვედრისთვის დაბა ბად ჰარინგში 23 ქართველი ფეხბურთელი ემზადება. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, 29 მაისს ავსტრიაში ამხანაგური მატჩი სომხეთთან გამართა. შეხვედრა ქალაქ ვატენსში ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა.

საქართველოსა და მალტის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 1 ივნისს, ავსტრიის ქალაქ შვაცში ჩატარდება. თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები:
ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული