ოთარ კაკაბაძე: ლუქსემბურგთან გამარჯვებას ვგეგმავთ

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ ჩინებულად დაასრულა სეზონი, "უესკასთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში (2:0) ორივე საგოლე გადაცემა მან გააკეთა. ოთარი ნაკრებს ლუქსემბურგში შეუერთდა და შემდეგი განაცხადა:

“საწვრთნელი შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ვემზადებით, ამაღლებული განწყობა გვაქვს და გამარჯვებას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანი საკლუბო მატჩების გამო, პირველ თამაშში არ მიმიღია მონაწილეობა, უკვე ნაკრებთან ერთად ვარ და ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრულად მობოლიზებული ვარ“.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა მოუმატოს და ლა ლიგიდან მოწვევაც მოუვა!
მერაბი
14:16 04-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული