საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ლუქსემბურგს ვერ მოუგო

AutoSharing Option
ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მალტასთან შეხვედრისგან განსხვავებით 8 ცვლილება განახორციელა და თქვა, რომ პირველ ნომრად ითამაშებდნენ.

მართლაც, უპირატესობას თავიდანვე "ჯვაროსნები" დაეუფლნენ და შეუტიეს. იერიშების მიტანას ჩვენი გუნდი გრძელი გადაცემებით ცდილობდა, მასპინძლები კი იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. თუმცა, შუა ტაიმში ლუქსემბურგი გათამამდა და ჩვენს ნახევარზე ამოიწია, და მოტამ მაკარიძის კარშიც დაარტყა ბურთი და ზედიზედ ორჯერ კუთხურიც მოაწოდეს.

საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრში ბურთის
დაჭერა უჭირდა, რაც გუნდის ექსპერიმანტალური შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა და მომენტებსაც იშვიათად ქმნიდა.

მოკლედ, დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვიხილეთ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ლეტცებურგი. "სტად ხოსე ბარტელი".
ლუქსემბურგი - საქართველო 0:0

ლუქსემბურგი: მორისი, და მოტა, ჟერსონი, იანიში, იანსი, იოახიმი, მახმუტოვიჩი, მარტინსი, ო. ტილი, ვ. ტილი, ტურპელი

საქართველო: მაკარიძე, ნავალოვსკი, კაშია, ხოჭოლავა, ჯიღაური, აბურჯანია, კანკავა, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი, ბერიძე, კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ,ძალიან,ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს(
გიო
23:56 05-06-2018
1
ტორპედო და ნაკრები ერთ სტილში თამაშობს. 4_5_1 ფიზიკურად და ტაქტიკურად სუსტია ორივე. ორივე გუნდი ნელ ფეხბურთს თაშობს.
გატუზო
23:48 05-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული