ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩემპიონი ლატვია და დამაჯერებელი ყაზახეთი - რა ქნეს საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეტოქეებმა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ამხანაგური შეხვედრები გამართეს. საინტერესოა, რომ მარცხი არცერთ მათგანს არ განუცდია.

Sportall.ge ამ სტატიაში სწორედ ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებების შესახებ გესაუბრებათ.

სტანიმირ სტოილოვის ქვეყნის მთავარ ნაკრებში მოსვლის შემდეგ ყაზახეთი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. გუშინ მათ ასტანაში აზერბაიჯანს უმასპინძლეს და მეტოქე 3:0 გაანადგურეს.

თუ ვინმეს აინტერესებს, გოლის ავტორები "ასტანას" ფეხბურთელები - რომან მურთაზაევი, სერიკზან მუჟიკოვი და ბახტიორ ზაინუტდინოვი გახდნენ.

როდესაც გაირკვა, რომ ყაზახეთი აზერბაიჯანს უმასპინძლებდა, მაშინ სტოილოვმა განაცხადა, რომ მათი შემდეგი მეტოქე საქართველოს ნაკრების სტილში თამაშობსო.

alt

სტანიმირ სტოილოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ


თამაშის დასრულების შემდეგ კი სულაც თქვა, რომ მის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და მთელ ქვეყანას გუშინდელი გამარჯვება მიულოცა.

altყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა

ფაქტია, რომ სტოილოვი და მისი ბიჭები საქმეს სერიოზულად უდგებიან და ამ ნაკრებთან იოლი თამაში არ გველის.

ყაზახებს ჩვენთან დაპირისპირებამდე არცერთი მატჩი აღარ აქვთ დაგეგმილი. 9 სექტემბერს კი ასტანას "ჯვაროსნები" ეწვევიან.

ბალტიის თასის გამარჯვებული გახდა ლატვიის ნაკრები. ასე რომ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიკა პაატელაინენის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

მისმა ბიჭებმა იანის იკაუნიეკსის გოლით ჯერ ესტონეთი დაამარცხეს, შემდეგ კი ვილნიუსში ლიეტუვასთან ფრეს (1:1) გამორჩნენ და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ერთა ლიგის დაწყებამდე ლატვიელებს ერთი მატჩი კიდევ აქვთ დაგეგმილი. 9 ივნისს ისინი რიგაში აზერბაიჯანს უმასპინძლებენ.

altსაქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ლატვია სტუმრად ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]


რაც შეეხება ანდორას, ხესუს ალვარესის გაწვრთნილები ქალაქ ალმადაში კაპო ვერდეს ეთამაშნენ და მატჩი უგოლო ფრით, 0:0 დაასრულეს.

ჩვენი და ყაზახების მსგავსად, ერთა ლიგის დაწყებამდე ამხანაგური შეხვედრა არც ანდორას აქვს დაგეგმილი.

ერთა ლიგის D ჯგუფის პირველი ქვეჯგუფის შეხვედრები 6 სექტემბრიდან დაიწყება. ყაზახეთი საქართველოს უმასპინძლებს, ლატვია კი ანდორას დაუხვდება.

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ