რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად ფოთის "კოლხეთს" რობერტო ლანდი გაწვრთნის

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაყენებული რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად, რომელიც 2 დღე იყო გუნდის მწვრთნელი, "კოლხეთს" იტალიელ რობერტო ლანდის ჩააბარებენ. სტაჟიან გულშემატკივრებს გეხსომებათ, ის დიდი ნოდარ ახალკაცის დროს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო.

"გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

აქტიური ფეხბურთელობისას იგი მეკარე იყო და მშობლიური "პიაჩენცას", "მოდენას", "რიმინისა" და "სიენას" გუნდებში უთამაშია. ასევე დაუცავს სამხრეთ აფრიკული ,,კაიზერ ჩიფსის'', კანადური ,,ვანკუვერ უაიტკეპსის'' და აშშ-ს
გუნდების ჩიკაგოს ,,სტინგის'' და ნიუ-იორკის ,,კოსმოსის'' ღირსება.

მწვრთნელობისას ლანდი 1998-2000 წლებში სათავეში ედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს. ასევე ხელმძღვანელობდა ანალოგიური ასაკის ლიტვისა და კატარის ნაკრებ გუნდებს. საკლუბო დონეზე უმუშავია უნგრეთში, რუმინეთში, შოტლანდიასა და ბელგიაში. 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდის მეკარეებს ამზადებდა. 2011 წელს ლიბერიული ფეხბურთის ლეგენდის, ჟორჟ ვეას რეკომდაციით დაინიშნა ამავე ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად, სადაც 2 წელი იმუშავა. 2014-2015 წლებში ლანდი ფიფას სამწვრთნელო პროგრამის კონსულტანტად მუშაობდა.

გუნდის ხელმძღვანელობის მიერ ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი, რომლის თარიღიც სავარაუდოდ ხვალ დაზუსტდება".

altრევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

altრევაზ ძოძუაშვილი "კოლხეთის" მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათში მოხსნეს

მკითხველის კომენტარები / 16 /
შვიშტოკა რა ოპერატიულად ჩავიდა ფოთში 2 დღე არაა ცოტა
კოლა
09:37 30-07-2018
0
komblev cxvrebs mixede cxvrebs
zuri
07:27 30-07-2018
1

სიახლეები პოპულარული