ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
21 აგვისტოს ცნობილი გახდა ყაზახთა ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 6 სექტემბერს ყაზახეთში უნდა ვიხილოთ.

თუმცა, როგორც მეტოქეთა პრესსამსახურმა აღნიშნა, ეს სია საბოლოო არ არის და ცვლილებები შეიძლება მოხდეს.

altთითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად და გავაანალიზოთ ბულგარელი სპეციალისტის, სტანიმირ სტოილოვის არჩევანი, რომელსაც ძალიან უყვარს ექსპერიმენტები და რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს გუნდს, ვიდრე მისი წინამორბედი იყო.

სტანიმირ სტოილოვმა სულ 3 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს. სამივე ამხანაგური დაპირისპირება იყო. მისი რჩეული ტაქტიკა

4-3-3 გახლდათ. ამ სამ დაპირისპირებაში მათ უნგრეთი (3:2) და აზერბაიჯანი (3:0) დაამარცხეს, თუმცა ბულგარეთთან (1:2) ვერაფერი გააწყვეს.



მეკარე
როცა ალექსანდ ბოროდიუკი იყო მწვრთნელი, ის დავით ლორიას ენდობოდა. თუმცა სტოილოვის ფორმაციის ნაკრებში ის განაცხადშიც აღარაა.

სტოილოვი არ ენდობა ყაზახეთის ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეს, "კაირატის" 25 წლის ფეხბურთელ სტას პოკატილოვს. თუმცა განაცხადში არის "კაირატის" მეორე მეკარე, 32 წლის ვლადიმერ პლოტნიკოვი, რომელიც მაგალითად, ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

თუმცა პირველი სამი თამაშიდან გამოჩნდა, რომ პირველი ნომერი "ასტანას" 36 წლის მეკარე ნენად ერიჩი იქნება. ის სტატისტიკურად ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლს უშვებს, მაგრამ ნაკრების მაისური ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს მოურგია. ზოგადად, მას სულ 3 თამაში აქვს ნაკრებში ჩატარებული და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში, მათგან ორი სტოილოვის ხელმძღვანელობის დროს.

დაცვა
დაცვის ხაზიც, ანალოგიურად, სამი ყაზახური გუნდის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ცენტრალური მცველების არჩევისას შეუძლია აირჩიოს "ასტანას" წყვილი - სერგეი მალი და იური ლოგვინენკო, თუმცა ლოგვინენკოს არ ენდობა და მის პოზიციაზე მარჯვენა მცველ აბზალ ბეისებეკოვს იყენებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოა ნაკრების ლიდერი და კაპიტანი დიმიტრი შომკო, თუმცა აქვს გაფუჟან სუიამბიევის ვარიანტი, რომელიც "კაირატის" მცველია და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარეთთან შომკო სკამზე დასვა და სუიამბიევს დააკვირდა, თუმცა ეს ექსპერიმენტი სტოილოვს ჩაუვარდა.

აი, მარჯვენა მცველად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ასტანას" ცენტრალურ მცველ ევგენი პოსტნიკოვს იყენებს და მას სრული ნდობა აქვს, როცა ამ პოზიციაზე ერთადერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ბეისებევკოვს ცენტრალურ მცველად ათამაშებს.

თუ რაიმე არ შეიცვალა 6 სექტემბრამდე, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ "ასტანის" დაცვის ხაზი ანალოგიურად განლაგდება.

ნახევარდაცვა
სტოილოვი ერთ საყრდენ ნახევარმცველს ენდობა, თუმცა არც აქვს დიდი არჩევანი ამ პოზიციაზე. შეუცვლელია "კაირატის" 25 წლის ფეხბურთელი ისლამბეკ კუატი.

მის გვერდით ვიხილავთ შემტევებს, ამავე გუნდის 25 წლის ფეხბურთელ ბაირუჟან ისლამხანს და "ასტანას" ტალანტს, 20 წლის ბახტიორ ზაინუტდინოვს. ეს სამეული ცენტრალურ ნახევარდაცვაში პოზიციების მოპოვებას შეეცდება.

საერთო ჯამში, ნახევარდაცვა ყველაზე სუსტ წერტილად უნდა შეფასდეს. ნაკრების მთავარ მომმარაგებელ კლუბებსაც კი ამ პოზიციებზე ლეგიონერები ჰყავთ და ადგილობრივ ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობიან. სტოილოვის არჩევანი კი მინიმალურია, ერთმა ფეხბურთელმაც რომ მიიღოს ტრავმა, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

თავდასხმა
განაცხადში ვერ მოხვდა სერგეი ხიჟიჩენკო, რომელსაც სტოილოვი ამხანაგურ შეხვედრებში აკვირდებოდა. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ ის "ორდაბასში" გადავიდა, სადაც ჯერჯერობით სათადარიგო შემადგენლობაშია.

დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს სტოილოვისთვის ნაცნობი და სანდო წყვილი, "ასტანას" 24 წლის ერთ-ერთი ბომბარდირი რომან მურთაზიევი და ერთადერთი ლეგიონერი, ყაზახური ფეხბურთის 18 წლის ტალანტი და რუსული"უფას" თავდამსხმელი იერკებულან სეიდაჰმეთი, რომელიც ჯერჯერობით "უფას" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

დიდი ალბათობით, მესამე ამ პოზიციაზე "ორდაბასის" შემტევი იერკებულან ტუნგიშბაიევი იქნება, თუმცა შეიძლება "ტობოლის" შემტევი ბაირუჟან ტურისბეკი არჩიოს.

დასკვნა
სტანიმირ სტოილოვს ძალიან უყვარს შემტევი ტაქტიკა. მას ორი ვარიანტი აქვს: ან გუნდი ბევრი შემტევით დააკომპლექტოს, ან მცველებით. მათ ნაკლებად შეუძლიათ ბურთის კონტროლი და სავარაუდოდ, ამ კომპონენტს დაგვითმობენ, რადგან ყაზახეთის ნაკრებში ნახევარდაცვაში არცთუ ისე დიდი არჩევანია.

ისინი შეეცდებიან ფლანგების გამოყენებას, რაც მათი პლუსია. ბულგარეთთან და უნგრეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ისინი უკანმოუხედავად მიდიან წინ და გამოირჩევიან დამუშავებული კომბინაციებით.

მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, იმის მიუხედავად, რომ "ასტანა" და "კაირატი" კარგი გუნდებია, მეტოქეს კი აქვს იმის "ფუფუნება", რომ ნაკრები ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით დააკომპლექტოს, ჩვენ გვყავს ლეგიონერები, რომლებიც საერთო ჯამში, ბევრად უფრო დიდ ძალას წარმოადგენენ, ვიდრე მთლიანად ყაზახეთის ნაკრები და ეს ორი გუნდი.

უნდა მოვიგოთ თუ არა ასტანაში? - უნდა მოვიგოთ კითხვის ნიშნების გარეშე! სხვა შემთხვევაში არაფერი არ გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე. რთულ გზაზე გრანდებს ვაბრალებთ ვერგასვლას, მარტივ გზაზე კი უნდა გავიაროთ...

altდაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?

altგვილია, კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი... - რომელი მოხვდება ვაისის სქემაში?

altმჭედლიძის კლასი, ქვილითაიას ალღო, კაჭარავას პარამეტრები - ვის აირჩევს ვაისი?

altმეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?

მკითხველის კომენტარები / 11 /
არანაირი ფრე და სისულელე. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ თუ რამე ამბიცია გაგვაჩნია, ბოლო ორ თამაშში ჩვენმა ნაკრებმა ცუდად კი ითამაშა მაგრამ ის არ ამართლებთ რომ მეორე გუნდით ვითამაშეთო მაინც უნდა მოგვეგო. რაც შეეხება ყაზახეთთან ჩვენს შემადგენლობას: კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი. - კანკავა, გვილია- ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, - ქვილითაია ან მჭედლიძე. ამ მომენტში საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით, რათქმაუნდა ძალიან მაგარი იქნებოდა ჯანო და ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ ჯამრთელად და ფორმაში მერე უკვე სხვა თამაში იქნებოდა მოსალოდნელი.
roma
17:10 21-08-2018
2
ვფიქრობ, ფრე მშვენიერი შედეგი იქნება ჩვენთვის ამ ეტაპზე. ქვილითაია და ჯანო ძალიან დიდი ძალაა და მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება..
Vakhtang Lobzhanidze
16:31 21-08-2018
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული